fbpx

მოქშა ფეიქარი და სისტემური განლაგება საქართველოში – 17, 18, 19 სექტემბერი

ავტორი დეა თავბერიძე
646 ნახვა
0 კომენტარი
4

მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო მოქშას მიმართ ❤️❤️❤️ რამდენიმე დღის წინ მოქშასთან ვიმუშავე ინდივიდუალურად ჰელინგერის განლაგების მეთოდით ონლაინ და ძალიან მომეწონა!” – წერს თინათინ ბასილაია. 🙏🏻😍😍😍

თინათინ ბასილაია: ონლაინ ბორდი გამოვიყენეთ, არ მეგონა ასეთი მოსახერხებელი თუ იქნებოდა ონლაინ ბორდით მუშაობა, ძალიან კარგი პლატფორმა გამოიყენა მოქშამ ამ პროცესისთვის.

მუშაობა იყო ღრმა და ემოციური. ჩემთვის დამაფიქრებელი იყო ის აქცენტები, რომელიც მოქშამ გააკეთა, ბევრი რამ დავინახე და გავაცნობიერე.

მომწონს ეს მეთოდი, სიტუაციას განსხვავებული კუთხით გაჩვენებს და მოქშასთან ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, კომპეტენტური, განათლებული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე.

დიდი მადლობა მოქშა კიდევ ერთხელ! ❤️❤️❤️ ძალიან მიხარია, რომ ქართულ სივრცეში გამოჩნდი.

ვისაც გაინტერესებთ თქვენს თავზე გამოსცადოთ ჰელინგერის განლაგების მეთოდი, წინ გელოდებათ ბევრი აღმოჩენა, თქვენი სიტუაციის სიღრმისეული აღქმა და ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც თქვენს გულთან და სულთან ჰარმონიაში მოვა. 🙏🏻❤️❤️

მოქშა ფეიქარი არის სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი.

რომლის მასწავლებელიც თავიდან ბერტ ჰელინგერი იყო, შემდგომში სწავლა გააგძელა ქალაქ კიოლნის უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოეჩთან.

მოქშა დაიბადა თბილისში 1973 წელს. 1995 წლიდან ის ცხოვრობს კიოლნში (გერმანია).

ის 90 იანი წლებიდან მოგზაურობდა ინდოეთში, სადაც გარკვეული დრო დაჰყო ასევე ოშოს საერთაშორისო სამედიტაციო რესორტშიც, რომელიც ქალაქ პუნაში მდებარეობს.

რესორტში მოქშა ბევრ სხვადასხვა თანამედროვე აქტიურ და კლასიკურ პასიურ მედიტაციებს აპრაქტიკებდა, როგორიც არის დინამიური, კუნდალინი, ნადაბრამა, ვიპასანა. ის მონაწილეობდა ასევე სხვადასხვა მედიტაციურ თერაპიებშიც: მისტიური ვარდი, არა-გონება, ახლიდან დაბადება.

მას ასევე გავლილი აქვს ჰიპნოთერაპიის კურსები გერმანელ თერაპევტ მადიტა დიკჰუტთან: შინაგანი დიალოგი საკუთარ სხეულთან და გონებასთან. მიღებული აქვს მონაწილეობა ნეო რაიხიანულ „ბოდივორქში“ (ესპანელ ქოუჩ ბოდჰი დივიასთან). ეს ტრეინინგი დაარსებულია პროფესორ ალექსანდრე ლოუენის მიერ, რომელიც ვილჰელმ რაიხის მოსწავლე იყო. კონსტელაციებს, სემინარებს და ასევე ინდივიდუალურ სესიებს მოქშა ატარებს ძირითადად დასავლეთ ევროპაში. კერძოდ გერმანიაში, სადაც ასეთი სახის სისტემური განლაგების სამუშაოები ძალზედ პოპულარულია და მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მატულობს.

სამდღიანი სემინარი ” მოქშა ფეიქარი და სისტემური განლაგება” საქართველოში 17, 18, 19 სექტემბერს გაიმართება.

სემინართან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ 597997887 დეა

ან დარეგისტრირდით https://bit.ly/35oy1lI

მოქშა ფეიქარის მიერ დაფუძნებულ ჯგუფს, ჰელინგერის საინტერესო მასალებით

გაეცანით აქ  ჰელინგერის განლაგების ჯგუფი / Group of Hellinger Constellations

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი