fbpx

ყავა- საზიანო, თუ სასარგებლო სასმელი?!

ავტორი ჟოლო
247 ნახვა
0 კომენტარი
1

📢ჩვენ გვესმის ყველა სახის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია კოფეინის სარგებლობისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.


❓გაინტერესებთ, რამდენად საზიანოა ფინჯანი ყავა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ ხართ დამოკიდებული და სკეპტიკურად ხართ განწყობილი იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გამორიცხოთ ის თქვენი კვებიდან.


🙂ვიცი, რომ ყავის თაყვანისმცემლები შეიძლება განაწყენდეთ. დავიწყოთ ობიექტური ხედვით და მივყვეთ ყავის გზას.


☕️კოფეინი კუჭიდან პირდაპირ მიდის ჰიპოთალამუსში, რომელიც არეგულირებს ჰორმონების დონეს და აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლებს მეტი კორტიზოლის გამოყოფისკენ.
☕️კორტიზოლის მატება ხელს უშლის მშვიდ ძილს.
☕️კორტიზოლი ამაღლებს სისხლში გლუკოზას, რაც სწრაფად აჩენს სისავსის შეგრძნებას, ხოლო როდესაც ის ასევე სწრაფად იკლებს, შიმშილის გრძნობა გეუფლებათ.
☕️ასე ექცევით სისხლში კოფეინის, კორტიზოლის და შაქრის მზარდ და არასტაბილურ მანკიერ წრეში. რაც იწვევს დამოკიდებულებას.
☕️ასაკთან ერთად უკვე ისედაც გამოიმუშავებთ მეტ კორტიზოლს. ნუ დავაჩქარებთ პროცესს ფინჯანი ყავის დალევით.
☕️ახლად მიღებულ კოფეინს ასევე შეუძლია დათრგუნოს ადენოზინი, სხეულის ერთ-ერთი ბუნებრივი დამამშვიდებელი მექანიზმი, რომელიც ამშვიდებს ადამიანს და გულის სტაბილურ მუშაობას უწყობს ხელს.
☕️ძლიერი ყავის ერთი პორცია ამცირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას 20-დან 30 პროცენტამდე.
☕️ამიტომ სტრესულ სიტუაციაშია ყავის “დამამშვიდებლი” და “აზრზე მოსაყვანი” ეფექტი მითია და მარკეტინგული ხრიკი.
☕️ის რომ კოფეინი წვავს ცხიმებს ასევე მითია და ყავის და კოკაკოლას უზარმაზარი ინდუსტრიის მარკეტინგული ხრიკი და რომელ ოფიციალურ გვერდსაც არ უნდა გადახედოთ ყავის შესახებ, ვერ ამოიკითხავთ ამას.
☕️პირიქით, ყავის მაგიურ თვისებებზე კი უხვად ნახავთ ინფორმაციას. სამწუხაროდ ასეთია Big Food და Big Pharma ს უკიდეგანო გავლენა ჩვენს პლანეტაზე.
☕️გამოსაფხიზლებელი და აღმგზნები ეფექტი კი ნამდვილად აქვს. რაც ხელს უშლის ღრმა ძილს.
☕️მუცლის ცხიმის რაოდენობა პირდაპირ პროპორციულია ღრმა ძილის.


✅ღრმა ძილი აძლიერებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და უკავშირდება სისხლში შაქრის უკეთ კონტროლს.
აძლიერებს ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რომელიც კორტიზოლთან ერთად არეგულირებს მუცლის ცხიმს. ააქტიურებს უჯრედების აღდგენას. ახდენს კორტიზოლის დონის ნორმალიზებას დღის განმავლობაში. აუმჯობესებს მეხსიერებას.
🔻კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც ღამეში ხუთი საათი ან ნაკლები სძინავთ, უფრო მეტს იწონიან, მაგრამ ჭამენ ნაკლებს, ვიდრე ქალები, რომლებსაც სძინავთ შვიდი საათი ან მეტი. ანუ, თუ გსურთ წონაში დაკლება, უნდა მოიწესრიგოთ ძილი.


✔️მოდით შევაჯამოთ:
👉როდესაც სტრესს განიცდით, ჭარბად იკვებებით, სვამთ ყავას, კორტიზოლი მატულობს და შემდეგ სუქდებით.
👉 სტრესი ქალების უმეტესობას ჰიპერფხიზლად აქცევს და ძილი უჭირს. ყავა, ჭარბი კორტიზოლი და კორტიზოლის წინააღმდეგობაც კი შენელებული მეტაბოლიზმის ყველაზე გავრცელებული ჰორმონალური მიზეზია.
✅ეს არის ძალიან მოკლე და მარტივი ახსნა , ორგანიზმზე კოფეინის მავნე გავლენის.


❗️ამრიგად,ორგანიზმში კორტიზოლის გადასატვირთად აუცილებელია ყავის ამოღება. 21დღით მაინც.
ვიცი ბევრი გაიფიქრებთ რომ ეს თქვენთვის შეუძლებელია, მაგრამ მერწმუნეთ პოზიტიურ შედეგებს თითქმის მაშინვე დაინახავთ, რაც მოგცემთ მოტივაციას გააგრძელოთ ცხოვრება ყავის გარეშე.🥰
❓შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, შეგიძლიათ თუ არა გადახვიდეთ უკოფეინო ყავაზე.
ჩემი პასუხია: არა❗️
🔴მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის გარეშე ყავა შეიცავს კოფეინს უფრო მცირე რაოდენობას, ჩვეულებრივი ყავის მსგავსად, ის ასევე შეიცავს მჟავებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლში შაქრისა და კორტიზოლის დონეზე და მას აქვს მსგავსი ეფექტი ქოლესტეროლზე. ასევე ამაღლებს არტერიულ წნევას. 

მოამზადა მანანა სულაკაძემ

გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი