პოზიტიური აზროვნების დანერგვა დეილ კარნეგისგან
1. სწორედ დღეს მე მეწვევა ბედნიერება. ბედნიერება არის შიგნით. ის არ არის გარემოებების შედეგი, ამიტომ ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენად მას აქვს გადაწყვეტილი იყოს ბედნიერი.
2. სწორედ დღეს მე კი არ ვეცდები ყველაფერი ჩემს სურვილებს მოვარგო, არამედ შევეცდები მოვერგო იმ ცხოვრებას რომელიც მე გარს მახვევია. მე მივიღებ ჩემს ოჯახს, სამსახურს, ცხოვრების გარემოებებს ისეთს, როგორიც არის და შევეცდები მთლიანად შევესადაგებოდე მას.
3. სწორედ დღეს მე ვიზრუნებ ჩემს ორგანიზმზე. ვივარჯიშებ, მოვუვლი სხეულს, მოვერიდები ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედების ფაქტორებს და აზრებს. ჩემი ორგანიზმი სიამოვნებით ასრულებს, ყველა ჩემს მოთხოვნებს და მითითებებს.
4. სწორედ დღეს მე დროს დავუთმობ გონების განვითარებას. შევისწავლი რამე სასარგებლოს. მე არ მეზარება გონებრივი სამუშაო. ინტერესით წავიკითხავ იმას, რაც მოითხოვს ძალისხმევას, აზროვნებას, ყურადღებას..
5. სწორედ დღეს დავკავდები მორალური სრულყოფით. ამისთვის მე გავაკეთებ ვინმესთვის რამე კარგს, სასარგებლოს და შევასრულებ ორ ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ მინდა.
6. სწორედ დღეს ვიქნები ყველას მიმართ კეთილგანწყობილი. შევეცდები გამოვიყურებოდე რაც შეიძლება კარგად. ვიქნები თავაზიანი, შევაქებ ადამიანებს და არ მექნება მათი გამოსწორების მცდელობა.
7. სწორედ დღეს შევეცდები ვიცხოვრო დღევანდელი დღით. არ შევეცდები ცხოვრების ყველა პრობლემის ამოხნას. მე ადვილად შევასრულებ, ნებისმიერ, თუნდაც მძიმე სამუშაოს.
8. სწორედ დღეს მე დავსახავ ჩემი საქმეების სამოქმედო პროგრამას, მე ჩამოვწერ თუ რის გაკეთებას ვაპირებ ყოველ საათში. ეს პროგრამა თავიდან ამარიდებს სიჩქარეს და გადაუჭრელობას, თუნდაც იმ შემთხვევაშიც, რომ არ შესრულდეს ყველაფერი ზუსტად.
9. სწორედ დღეს მე გავატარებ ნახევარ საათს სიწყნარეში და შევეცდები მოვდუნდე.
10. სწორედ დღეს მე არ შევუშინდები ცხოვრებას. მე შევიყვარებ და ვირწმუნებ – ვინც მე მიყვარს, მათაც ვუყვარვარ.
თარგმანი
თამარ კვარაცხელია