1) ტუჩები რომ მაცდუნებლად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კეთილი სიტყვები წარმოთქვი.
2) თვალები რომ ლამაზი გქონდეს, სიკეთე გამოასხივე.
3) სხეული რომ მოხდენილი გქონდეს, საჭმელი მშიერს გაუყავი.
4) თმა რომ ლამაზი გქონდეს, დღეში ერთხელ მაინც მიეცი ბავშვს ნება, თავისი თითებით შეგეხოს.
5) მეტი თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად გაიაზრე, რომ შენ მარტო არა ხარ.
6) ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ წახალისება და მიტევება. არასოდეს არავინ მოიშორო თავიდან.
7) თუკი ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდება, მიხვდი, რომ ამაში შენი საკუთარი ხელი დაგეხმარება. როცა ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას გადალახავ, მიხვდები, რომ ორი ხელი გაქვს, ერთი საკუთარი თავის დასახმარებლად, მეორე_გაჭირვებულებისთვის.
8) ქალის სილამაზე არც ტანსაცმელში, არც ლამაზ სხეულსა და არც ვარცხნილობაშია, რადგან თვალი გულის გასაღებია, სადაც სიყვარული ბუდობს.
9) ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულზე აისახება. ეს არის მზრუნველობა, რომლითაც შენ ხარ გარშემორტყმული და ვნება, რომელსაც ის ავლენს.
10) ქალს სილამაზე წლებთან ერთად ემატება.