ლიდერად ყველა ადამიანი არ იბადება, თუმცა გარკვეული დოზით ამის სწავლა შესაძლებელია. წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების ფრაზებს ლიდერობის შესახებ:
„საუკეთესო აღმასრულებელი ისაა, რომელსაც შესწევს უნარი შეარჩიოს სწორი ადამიანი მისთვის სასურველი საქმის გასაკეთებლად, და თავი შეიკავოს მისი შექებისგან ვიდრე საქმეს არ დაასრულებს.“ – თეოდორ რუზველტი.
„თუ გსურთ წინ მიუძღოდეთ ხალხს იარეთ მათ გვერდით… რაც შეეხება ნამდვილ ლიდერს, მის არსებობას ხალხი ვერ ამჩნევს. მის მომდევნო საუკეთესოს ხალხი აქებს და პატივს სცემს. მისი შემდგომის ეშინიათ; მისი მომდევნო კი სძულთ. როდესაც საუკეთესო ლიდერის საქმე კეთდება ხალხს ჰგონია, რომ ეს თვითონ გააკეთა“ – ლაო-ძი.
„თუ მე სხვებზე უფრო შორს ვიხედები, ეს იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგევარ“ – ისააკ ნიუტონი.
„დიდებულების ფასი პასუხისმგებლობაა“ – უინსტონ ჩერჩილი.
