fbpx

„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“… (იგავი)

ავტორი Ann
597 ნახვა

ერთხელ კაცი მივიდა წმინდანთან და უთხრა: „მინდა ჩემი ცხოვრება უკეთესი, უფრო ლამაზი გავხადო. გთხოვთ, მასწავლეთ, როგორ შემიძლია ამის გაკეთება.“

წმინდანმა სხვადასხვა ნივთებიდან აიღო ბამბა, სანთელი და ნემსი, გადასცა და სთხოვა წასულიყო.

კაცი ვერ მიხვდა როგორ შეეძლო ამ ნიშნებით მისი ცხოვრების გაუმჯობესება და წმინდანს ჰკითხა: „როგორ დამეხმარებიან ეს ნივთები ჩემი სურვილის ასრულებაში?

„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“, – აუხსნა წმინდანმა. – „ბამბა გამოიყენება იმ მასალის დასამზადებლად რისი საშუალებითაც იქმნება სამოსი, რაც ფარავს ადამიანის ღირსებას. ამის მსგავსად ღმერთის შვილების ვალია დაიცვან სხვათა ღირსება.

სანთელი იწვის და აფრქვევს სინათლეს. მის მსგავსად უნდა ეცადო გაანათო სხვა ადამიანების ცხოვრება.

რაც შეეხება ნემსს, მის გარეშე გახეულ სამოსს ვერ გაამთელებ. ადამიანი, რომელიც ცდილობს გაამთელოს ადამიანთა გულები, დაეხმაროს მათ ღმერთის რჩეულია. სულ ესაა რაც შემიძლია გასწავლო.“

მორალი: ლამაზი ცხოვრების შესაქმნელად მთავარი გზა სხვებზე ზრუნვა, მათი ღირსების დაცვა და სიყვარულია ყოველგვარი უკუმოგების მოლოდინის გარეშე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment