fbpx

“დილას პრობლემებზე ფიქრით ნურასოდეს დაიწყებ”

ავტორი ჟოლო
4.4K ნახვა

დილას პრობლემებზე ფიქრით ნურასოდეს დაიწყებ, ყოველი დღე სიცოცხლის წიგნის ახალი და ცარიელი ფურცელია; დასაწყისშივე სევდიან ფრაზებს ნუ დაწერ ამ ცარიელ ფურცელზე…

თავი მოიწესრიგე, ლამაზი ფინჯანი გამოიღე და ცხელი ყავა ან ჩაი დალიე; ხარბად დაეწაფე სუფთა ჰაერს და მიეცი საშუალება სიცოცხლის წყურვილსა და ახალ იმედებს, რომ მთელი შენი არსება აავსოს…

ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მოგვარდება – ამის ყოველთვის გჯეროდეს, რადგან ცხოვრებაში ყველაზე ხშირად ზუსტად ის ხდება რისიც გვჯერა და რასაც ველოდებით.

მუდამ გქონდეს უკეთესი დღეების იმედი და რწმენა, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც დაგეხმარება გადალახო ცხოვრების აზვირთებული ტალღები და შეინარჩუნო სიცოცხლის წყურვილი.

ჩაისუნთქე იმედები და ბედნიერება, განა კარგი არ არის, ცოცხალი რომ ხარ? – ეს მშვენიერია. ნუ ღელავ, პრობლემებს ეშველება, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს ამ ქვეყნად. გამხიარულდი, შენი დღე შენს განკარგულებაშია, ისევე როგორც, შენი ცხოვრება. გააფერადე, გაალამაზე, შესძინე აზრი ყოველ წუთსა და საათს.

ხომ გაგიგონია, რწმენით მთების გადაადგილებას შეძლებო, ხოდა ნეგატიური ფიქრებით ნუ დაიმძიმებ გულს, იფიქრე დადებითზე და ნახავ, როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი.

ია კარგარეთელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

nina October 17, 2021 - 2:20 pm

zalian momwons jolos postebi madloba da warmatebebi tqven

პასუხი