fbpx

სიტყვები, რომლებიც ყოველ დილით აუცილებლად უნდა უთხრა საკუთარ თავს

ავტორი ჟოლო
3.5K ნახვა

წაიკითხეთ თამარ კვარაცხელიას სასარგებლო რჩევა და … 

უბრალოდ წაიკითხეთ …

თამარ კვარაცხელია: „ყოველ დილით… ყოველ, ახალ გათენებულ დღეს, ეცადე უთხრა შენს თავს, შემდეგი:

დღეს, აუცილებლად ვიცხოვრებ მაღლა აწეული თავით, ვივლი ხერხემალში გასწორებლი და ბედნიერებით აღსავსე გულით.

მე ვიქნები მადლიერი ღმერთის, ყველა იმ თითქოს უმნიშვნელო და უბრალო რამეებისთვის, რომელსაც ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში: დილის ცვარისთვის, სუსხისთვის, მზისთვის, ღრუბლისთვის, წვიმისთვის, ხისთვის, ბალახისთვის, თოვლისთვის, ბილიკისთვის, ყვავილისთვის, ჩიტების ჟღურტულისთვის, მდინარისთვის, ზღვისთვის, ჰაერისთვის…

მე ვიქნები მადლიერი სმენისთვის, შეგრძნებისთვის, შესაძლებლობებისთვის, თმისთვის, თვალებისთვის…

დღეს, მე ვიქნები ყველაზე ყურადღებიანი ადამიანი, მთელს პლანეტაზე.

დღეს, მე გავუზიარებ ჩემს სიხარულს სხვებს.

ვიღაცას, აუცილებლად გავაცინებ და მოვგვრი სიხარულს.

მე მოვიფიქრებ რამე უჩვეულოს და გავაკეთებ სიკეთეს სრულიად უცხო ადამიანისთვის.

ვაჩუქებ ყველაზე გულწრფელ კომპლიმენტს მას, ვისაც შევატყობ მოწყენილობას.

მე ვეტყვი ბავშვს, რომ ის არაჩვეულებრივი ადამაიანია და მისი ყოფით ლამაზდება ჩვენი ცხოვრება.

ერთადერთს, განუმეორებელს და იმას ვინც ასე ძალიან მიყვარს თვალებში ჩავხედავ და ვუჩურჩულებ, არა კი არ ვუჩურჩულებ, სიამაყით განვუცხადებ – რომ

მე ის ამ ქვეყანად ყველზე ძალიან მიყვარს და ბევრს ნიშნავს ჩემთვის…

მე, მადლიერებით, შევეხმიანები საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ასე მრავლად არიან. კიდევ ერთხელ ავუხსნი მათ სიყვარულს და საჭიროების შემთხვევაში, შევთავაზებ თანადგომას.

დღეს, მე ვდებ პირობას, რომ შევწყვიტავ ფორიაქს იმაზე, რაც არ მაქვს და ვიქნები სამყაროს მადლიერი იმ ჯადოსნური რამეებისთვის, რომელიც თავს მახვევია ბარაქიანად.

მე, დავივიწყებ შიშს გარემოებების მიმართ და ვიქნები სრულად მიმნდობი უფლის ნებას.

მე, აღარ ვინერვიულებ წვრილმანებზე.  ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ნერვიულობა, შიში და ფორიაქი – უძვირფასესი დროის ფუჭად ფლანგვაა.

მე დღეს ვიცხოვრებ ნაკადში. ჩემი რწმენა საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში, მოიზიდავს საჭირო გარემოებებს და ჩემი ხელშეწყობით, კიდევ ერთი ნაბიჯით, მივუახლოვდები დასახულ მიზნას. ცხოვრებისეულ მიზანს.

და დღეს საღამოს, სანამ წავალ დასაძინებლად. მე აუცილებლად გავალ ქუჩაში, ავიხედავ მაღლა – უძირო ცაში, რომელიც დახუნძლულია მილიარდი ვარსკვლავით ან თუნდაც არ მოჩანდნენ ისინი, მე ხომ ვიცი – ღრუბლებს მაღლა ისინი ჩემთვის ანათებენ და ვიქნები უზომოდ მადლიერი ყველა იმ სასწაულის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.

და უკვე ღამით, როცა ჩემს საყვარელ ბალიშზე დავდებ თავს, კიდევ ერთხელ, გამოვხატავ მადლიერებას  საუკეთესოდ ჩავლილი დღის მიმართ.

დავიძინებ, იმ ბედნიერი და ჩვილი ბავშვის ძილით, რომელიც გულის ფანცქალით ელოდება ხვალინდელ დღეს.

რადგანაც, მან იცის, ხვალ იქნება გაცილებით უკეთესი დღე მის ცხოვრებაში, ვიდრე იყო დღეს! საუკეთესო დღე მის ცხოვრებაში!

სიყვარულით და სიკეთით გევლოთ!“

მადლიერებით, თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment