fbpx

ზომიერებას ბედნიერება მოაქვს

ავტორი ჟოლო
678 ნახვა

ზოგიერთი ადამიანი ზომიერების თვისებით იბადება. ზომიერების სწავლა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია.

ზომიერი ადამიანი ბედნიერია იმიტომ, რომ მან იცის, გრძნობს, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან არა.

ადამიანმა, რომელმაც დაგიშავათ, თქვენ ხელი შუწყვეთ მას, ზომიერი ურთიერთობა რომ გქონოდათ, ამდენს ვერ გაბედავდა.

ზომიერი ადამიანი კეთილია, სიკეთეს არ ჭირდება ემოციურობა.

ზომიერ ადამიანს დალაგებული ცხოვრება აქვს და მშვიდია. გადაჭარბებული სიყვარული საზიანოა, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, გრძნობით დამთავრებული.

ზომიერი ადამიანი ტაქტიანია და თავმდაბალი, არც გადააჭარბებს ურთიერთობაში და არც შენ მიგიშვებს ახლოს, უსიამოვნებაც ნაკლები აქვს.

ზომიერი ადამიანის სიკეთე გამოიღებს ნაყოფს. ემოციურ და სულსწრაფის გაკეთებულს მადლი არ აქვს და ვერც ხედავენ.

,,თან გადავყევი და ვერ დაინახა” – რატომ გადაყევი თან, რომ დაენახა? თანგადაყოლა სულაც არ არის საჭირო, არც სიკეთეა.

,,მე რომ არ ვყოფილიყავი ვერაფერს ვერ გააკეთებდა” – მაინც გააკეთებდა, თქვენ არ იქნებოდით სხვა იქნებოდა.

სიკეთე ღმერთმა უნდა დაინახოს, ადამიანების დანახული და თქმული, მხოლოდ ფუფუნებაა.

ზომიერება თუ არ გაქვს, წარმატება კრახით მთავრდება.

სითამამეს თუ ზომიერება არ ახლავს, უზრდელობად ჩანს.

ტრაგედიასაც აქვს ზომიერება, გადაჭარბებული ემოციით განა ვუშველით ვინმეს.

გადაჭარბებულად დიდი წარმოდგენა ნუ გაქვთ საკუთარ თავზე. თუ ზომიერებას არ დაიცავთ სასაცილოდ გამოჩნდებით.

ზომიერი კვება, ზომიერი გართობა, ზომიერი მუშაობა, ზომიერად ფულის ხარჯვა, ზომიერად ურთიერთობები, ზომიერად აზრის დაფიქსირება და ზომიერი ცხოვრება, მიგახვედრებთ, რომ ბედნიერი ხართ. მყარი ბედნიერების ჰორმონს ზომიერება განაგებს.

ემოციური და თავგადაკლული მეგობრობა პირობითია და კრახით მთავრდება, როგორც გიჟური სიყვარული.

შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ოღონდ ნუ აჩქარდებით. ბოლოს ყველა მიხვდებით, რომ ზომიერებაა ის, რასაც შეუძლია მშვიდი ცხოვრება მოგცეთ. თავად დარწმუნდებით, ეცადეთ არ დააგვიანოთ. იყავით გონიერები.

გიორგი ჯაჯანიძე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment