fbpx

ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის

ავტორი ჟოლო
345 ნახვა

ზედმეტი ცხიმის მოცილება მუცლის არედან ყველა ქალის სურვილია. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონაა და ქალბატონების მცდელობა, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ სრულდება ხოლმე.

ეს ნატურალური სასმელი დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შეამციროთ. მისი მიღებისას წონას დაკარგავთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმიდან წყალიც გამოიდევნება. ფიგურის გარდა ეს სასმელი ტვინის ფუნქციონირებაზე, მხედველობასა და მეხსიერებაზეც დადებითად მოქმედებს.

ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი ვაშლის სიდრის ძმარი;

1 ფინჯანი ახლად გამოწურული გრეიფუტის წვენი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ.
გრეიფუტი შესანიშნავი საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად. სწორედ ამიტომაა რომ მას ხშირად გამოიყენებენ იყენებენ დიეტის დროს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ამ ხილის კანის დაყნოსვა დროებით მადასაც თრგუნავს.
თაფლი ძალიან სასარგებლოა როგორც საკვებად, ასევე კოსმეტიკური მოხმარებისთვის. დღეში 1 ს.კ. სრულიად საკმარისია. იგი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას. მისი მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
ვაშლის ძმარი კი არა მარტო დიეტური პროდუქტია, არამედ გამოიყენება როგორც თერაპევტული საშუალება სხვადასხვა მკურნალობის დროს.
ნაყენის მიღება სასურველია სადილამდე 7 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ რამდენიმე დღე და თუ საჭირო გახდა, ეს კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. თუ გრეიფუტი არ გიყვართ, მისი ჩანაცვლება ფორთოხლითაც შეგიძლიათ.

წყარო: Alexander Fit-Style

მსგავსი სტატიები

Leave a Comment