გსურს დაიკლო რამდენიმე კილოგრამი?
გაითვალისწინე ეს რამდენიმე ოქროს წესი, რომლებიც შენთვის შევადგინე.
აუცილებლად მიგიყვანს სასურველ მიზნამდე.

1. იპოვნეთ საკუთარი გზა.
იპოვნეთ წონის დაკლების გზა, რომელიც საბოლოოდ საუკეთესოდ მოერგება შენი ცხოვრების წესს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს შეცვლი. თუ წონაში დაკლება გსურს, კვების ჩვევების შეცვლა მოგიწევს. მოძებნეთ ცვლილებები, რომელთა შენარჩუნებაც მარტივად შეძლებ.
2. გააქრე მენიუდან “უსარგებლო კალორიები.”
თუ გსურს წონაში დაკლება, დაიწყე “უსარგებლო კალორიების ” ამოკვეთით. მაგალითისთვის მოვიყვან შაქარს და შაქრის პროდუქტებს. შენ ნამდვილად არ გჭირდება ისინი, ისინი მხოლოდ კალორიებს იძლევა და არ შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ბოჭკოებს. ამ სიაშია ალკოჰოლიც, დანარჩენს ვიცი თავადაც უხვად იპოვი.
3.დალიე სწორი რაოდენობის წყალი.
საკვების მიღებამდე წყლის დალევა წონის დაკლებაში გეხმარება, ამას ადასტურებს უამრავი კვლევა. ეს იმიტომ, რომ ის კარგად ავსებს კუჭს, და მცირე ადგილი გრჩება საჭმლისათვის.
ხშირად გავიწყდება წყლის დალევა? დასაწყისისათვის შეგიძლია მობილურზე ზარი დააყენო.
4. ჭამე ცილებით და ბოჭკოთი მდიდარი საკვები.
ასეთი საკვები დიდხანს რჩება კუჭში და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებს.
5. ივარჯიშე დღეში ერთი საათი.
დღეში ნახევარი საათით ვარჯიში ნორმაა ჯანმრთელი ადამიანებისთვის. თუ წონის დაკლება გსურს, ექსპერტების აზრით, ეს საკმარისი არ არის. ივარჯიშეთ დღეში ერთი საათი .
6. ბევრი ბოსტნეული.
ბოსტნეული თითქმის არ შეიცავს კალორიებს და სავსეა საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ბოჭკოები.
მიირთვი მინიმუმ 500 გრ ბოსტნეული დღეში. თუ სადილობის დროს შენი თეფშის ნახევარზე მეტი ბოსტნეულით არის სავსე, შენ საუკეთესოდ იკვებები.
7. დაივიწყე “დიეტური პროდუქტების” არსებობა.
დაიმახსოვრე, წარწერები პროდუქტებზე უშაქრო, ნაკლებ შაქრიანი, დიეტური, ლაითი და ა შ მხოლოდ მარკეტინგული ხრიკებია და არაფერი აქვს საერთო წონის კლებასთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან კი პირდაპირ კავშირშია.
8. არ დანებდე
წონის დაკლება ერთბაშად არასდროს ხდება. და ასევე ვერასდროს აიცილებ თავიდან მცირე დარღვევებს. ხშირად დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომაა როდესაც დღესასწაულის დროს ერთი ნაჭერი ტორტის მირთმევის შემდეგ ფიქრობ, რომ შენი დღე უკვე ჩაშლილია, რომ უნებისყოფო ხარ და კიდევ 2 ასეთ ტორტის ნაჭერს აყოლებ. წონის დაკლების ხელოვნება ის არის რომ ყოველი ასეთი შეცდომის შემდეგ კვლავ აგრძელებ.
იცხოვრე ჯანმრთელად, დაეხმარე შენს თავს.
მოამზადა მანანა სულაკაძემ
გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია