fbpx

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კომში?!

ავტორი ნინო გონგაძე
494 ნახვა

კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან.

კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით – გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.
კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით.

დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში – კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს – საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში – ყელში გამოსავლებად.

კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი.
კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით – ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.

გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზირებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. იგი რეკომენდირებულია ანემიის, სისხლძარღვთა დაავადებების, რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს.

ყველა ჯიშის კომშის აქვს დადებითი გავლენა ფსიქიკაზე. ახდენს ორგანოების სტიმულირებას, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.

მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment