რუზანა თბილისიელი ქურთია. 3 წელია რაც საფრანგეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად…
სეირანი “მშრომელი” ბიჭია (აქ ასე ეძახიან) მაგრამ არ უმართლებს. ხშირად იჭერს პოლიცია მაღაზიებში “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას” და ყველა კაზიეზე პატიმრობის ვადას უხანგრძლივებს.
რუზანა ამ მიზეზის გამო სულ საყვედურობდა ქმარს: ერთი ცალი ბავშვი მაინც გააკეთე მარტო, რომ არ ვიყოვ-ო.
სეირანი 6 თვის წინ ისევ დააკავეს, მაგრამ ჩვენი ბიუროს ადვოკატების ძალისხმევით პატიმრობას გადაურჩა…
გავაფრთხილე: იცოდე ხელი არაფერზე წაგიცდეს, თორე ვეღარაფერს გიშველით-მეთქი და ცოტახანს დამიჯერა. ეს “ცოტახანი” კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუზანას ნატვრა ასრულებულიყო და ბედნიერმა ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ტელეფონის ნომერი აკრიფა…
მე აბაზანაში ვიყავი და მეუღლემ უპასუხა.
– იცით, უნდა გიტხრავთ, რომ ტკვენი სულა ძალიან ბაჟაღლოს კაცია. ჩემი ნატვრა ახდინა…
– უკაცრავად, რა ნატვრა?
– შვილი მინდოდა და უკვე 3 ტვის ორსულობა მაკვს.
– და სულა რა შუაშია?!
– შუაში კი არა ქალბატონო, ტავშია ტავში!
– მოითმინეთ ერთ წამს – უთხრა ჩემმა მეუღლემ და აბაზანის კარს წირვა გამოუტანა – გამობრძანდი ვაჟბატონო! არა, კი არ გამობრძანდი, ახლავე წაბრძანდი და მიხედე შენს ორსულ კახპას! შენგან შვილს, რომ ელოდება! – ტელეფონი გასაპნული ხელიდან ორჯერ გამისხლტა.
– ალო რომელი ხარ?! – ვიღრიალე განწირული ხმით.
– სულა ჯან რუზანა ვარ. შენი ცოლი ცუდად ესმის კართული?
– გადასარევად ესმის! ამიხსნით რა ხდება?!
– არაფერი, დაგირეკეთ მადლობა გითხრავთ-თქო და…
– რა მადლობა?!
– ორსულად ვარ…
– ვისგან?!
– ჩემი კმარისგან სულა ჯან…
– მერე მე რატომ მიხდი მადლობას?!
– არ გახსომთ ციხეში, რომ უშვებდნენ და თქვენ დახმარება გაკეთეთ?
– მერე?
– რა მერე? ციხეში ხომ არ დაჯდა, ჰოდა ბავშვი გავაკეთეთ. მინდოდა მადლობა გითხრა, შენა და შენი ცოლი კი ისეთი მიყვირებთ გული გამისკდა.
სიცილი ისტერიკაში გადამივიდა… ჩემს ცოლსაც მალე გადაედო ეს განწყობა და დიდიხნის მერე მივხვდით, რომ წყალი გადასავლები დამრჩა.
სულა სულაშვილი