fbpx

„ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ?“ – მკვდრით დაშინებულები

ავტორი ჟოლო
91 ნახვა

„ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი:

— ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა?

— ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ.

— და თუ წარგვიდგინეს?

— მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას.

— ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე?

— მერე ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა რაკეტას გაასწრებ!”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment