დღეს, ბევრის სურვილად იქცა ქალაქის დაბინძურებულ და გამონაბოლქვით მოწამლულ ჰაერს თავი დააღწიოს და ეს ხმაურიანი გარემო, ქალაქგარეთ ყოფნით, სუფთა ჰაერითა თუ ტყისა და ყვავილების სურნელით ჩაანაცვლოს.
ქალაქის რეალობას, როდესაც ამ კუთხით კარგად ვეცნობით, ვხვდებით, რომ თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქიდან სუფთა ჰაერზე ოჯახის გაყვანა საჭირო კი არა, სავალდებულოც არის. რადგან მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და ეს იმ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან, რომლებმაც ქალაქიდან “გაქცევა” გადაწყვიტეს.
როგორც ჩემი რესპონდენტისგან, თამარ უგლავასგან გავიგე ბევრი უბრუნდება მამაპაპისეულ ფესვებს, ან ეძებენ და ყიდულობენ ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთებს და იწყობენ თავიანთ ახალ სივრცეს.
ქალბატონი თამარის მიერ დაფუძნებული კომპანია ფართობი • Fartobi სწორედ ამ სურვილების რეალობად გარდასახვაში დახმარებას უწევს მსურველს.
ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
რამდენად დიდია ქალაქგარეთ მიწის ან აგარკის შეძენის მსურველთა რაოდენობა? რა ძირითადი მოთხოვნებია ბაზარზე და რა სახის მომსახურებას გვთავაზობენ ამ საქმეში გარკვეული პროფესიონალები?
თამარ უგლავა, კომპანია ფართობი • Fartobi –ს დამფუძნებელი: მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ეს წინა წლებშიც შეინიშნებოდა, მაგრამ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების შემდგომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად გაუჩნდათ სურვილი/ოცნება ქალაქგარეთ , მშვიდ, მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეიძინონ თუნდაც პატარა ნაკვეთი/ სახლი. გაჩნდა მოთხოვნა სივრცეზე, რომელიც მათი ახალი ისტორიის დასაწყისი გახდება. ფართობი, სადაც მეტ დროს გაატარებენ ბუნებაში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ამ მიზნებისა და სურვილების რეალობად გარდასახვაში 😊
– მიწის შეძენის მსურველებს ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ?
– ძირითადად ნაკვეთის/ სახლის შეძენის მსურველთა სამი კატეგორია არსებობს:
პირველი: ადამიანები, რომლებსაც სურთ ქალაქის ხმაურს თავი დააღწიონ და თავიანთი ახალი საცხოვრებელი სივრცე ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში მოიწყონ.(გადავიდნენ საცხოვრებლად) ამ შემთხვევაში ძირითადად მოთხოვნა ისეთ ნაკვეთებზე/სახლებზეა, რომლებიც ქალაქთან ახლოს ( 10-20 კმ რადიუსში) მდებარეობს.
მეორე: ადამიანები, რომლებსაც სურთ ქალაქთან ახლოს შეიძინონ მიწის ნაკვეთი /სახლი, სადაც შაბათ- კვირას, უქმე დღეებში და არდადეგებზე საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან ერთად შეძლებენ განტვირთვას.
და მესამე: ადამიანები, რომლებიც მიწის ნაკვეთს თავიანთი ბიზნეს გეგმების განსახორციელების მიზნით იძენენ.
ასევე მინდა ავღნიშნო ძალიან, ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდან სოციალური ქსელების მეშვეობით გვიკავშირდებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც სურვილი და დაინტერესება აქვთ თავიანთ სამშობლოში შეიძინონ მიწის ნაკვეთი. მათ ყველაზე კარგად იციან ქართული მიწის ფასი. რა თქმა უნდა ჩვენ სიამოვნებით უწევთ დახმარებას 😊
– რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია ბაზარზე ოპერირებს და რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
კომპანია ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საკმაოდ წარმატებულად. ფართობი • Fartobi, როგორც რეალტორი კომპანია, ემსახურება ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთების, სახლების და აგარაკების რეალიზებას და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგი სახის სერვისებს :
1. გასაყიდი უძრავი ქონების რეკლამირებას სოციალური მედიის საშუალებით
2. გასაყიდი უძრავი ქონების რეალიზებას როგორც რეალტორი კომპანია
3. უძრავი ქონების შეფასებას
4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს, პარტნიორ იურიდულ კომპანია Mamuladze Law Office-თან ერთად.
5. არქიტექტორული მომსახურების სრულ სპექტრს , პარტნიორ არქიტექტორულ კომპანია Ecobina – ს თან ერთად.
ჩვენ ვართ რგოლი, პოტენციურ მყიდველსა და უძრავი ქონების მფლობელს შორის. საქმე, რომელსაც ვემსახურებით, პირველ რიგში ურთიერთნდობასა და ადამიანურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. ამ ფაქტორის გარეშე წარმატებული შედეგის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. მაქსიმალურდ ვიხარჯებით იმისათვის, რომ ორივე მხარემ მიიღოს სასურველი შედეგი. ჩვენთან ურთიერთობა ღია , მარტივი , კომფორტული და შედეგიანია.
– კარგი შედეგები ყოველთვის დეტალებზეა დამყარებული, რამდენიმე დეტალს ხომ ვერ გაგვანდობთ ?😊
– 😊 ჩვენს მიერ თითოეული ნაკვეთის/ აგარაკის დეტალური შესწავლა ხდება ადგილზე. და არა მხოლოდ ელექტრონული საძიებო სისტემით .
– შეფასება ხდება არა როგორც ფინანსურად სამიზნე ობიექტის, არამედ მომხმარებლის თვალით.
– მთავარია, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა ჩვენგან მიიღოს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია.
– სწორედ სრულყოფილად მიწოდებული სურათი ხდება მათთვის მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მუშაობის ჩემეული პრიციპები მაქვს. ორიენტირებულები ვართ ამ სფეროს განვითარებაზედა ახალი გეგმების განხორციელბაზე. გამომდინარე აქედან ჩვენი მომსახურების სერვისით მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს.
– იმისთვის რომ კარგად გაკეთდეს საქმე და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს რა არის საჭირო?
პირველ რიგში უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები. უნდა იცოდე რა სურს მომხმარებელს. უნდა გაამართლო მათი ნდობა და არჩევანი , რომელიც შენზე შეაჩერეს . უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და იყო შენი საქმის პროფესიონალი.
– დღევანდელობის ფონზე ბუნებასთან კავშირის აღდგენა მნიშვნელოვანია . შესაბამისად, გაიზარდა მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნაც, ამაზე თავადაც საუბრობთ… რას ურჩერვდით იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლის, აგარაკის ან ნაკვეთის ქალაქგარეთ ყიდვა გადაწყვიტეს?
მიწის ღირებულება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია და ვვარაუდობთ, რომ ზრდის ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
გირჩევთ, დროულად მოახდინოთ საკუთარი სურვილების რეალობად გარდასახვა და მიანდოთ საქმე პროფესიონალებს 😊
: Francis Prymerski