fbpx

“არ შევეშვი და საბოლოოდ მიზანს მივაღწიე” – გიორგი სრესელი

ავტორი დეა თავბერიძე
1K ნახვა

 BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე გიორგი სრესელი,

ეკონომისტი, ინფორმატიკოსი, ბიზნესმენი.

ავტომობილების ფრანგული პარფიუმერიის VINOVE – ს  პარტნიორი და ოფიციალური შემომტანი საქართველოში.

ამერიკული ბრენდის “Little Trees” წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია “ეკოვუდის” კორპორატიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

  • დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც უამრავი უარის მიუხედავად, თავისი მიზანდასახულობით მოახერხა ამერიკის ყველაზე ცნობილი ავტო-პარფიუმერიის  დილერი გამხდარიყო საქართველოში. მანამდე კი საკუთარი სტარტაპიც შექმნა და ქართულ ბაზარზე საოცარი სურნელით და დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ფრანგული ბრენდი შემოიტანა.

„როგორც პარფიუმერიის ექსპერტები ამბობენ სურნელი ეს არის ადამიანის სხეულის მუსიკა. როცა ეს მუსიკა გესმის, სადაც არ უნდა იყო თავს კომფორტულად გრძნობ“ – ამბობს გიორგი სრესელი.  სწორედ ამ საუცხოო სურნელით გამოირჩევა მისი სტარტაპიც, რომელიც ერთი წლის წინ ავტომობილების პარფიუმერიას დაუკავშირა.

გიორგი სრესელი: ავტოინდუსტრია თავიდანვე ჩემთვის ძალიან საინტერესო სფერო იყო. თავადაც მყავდა სხვადასხვა სპორტული თუ კლასიკური ავტომობილი და როდესაც ვნახე, როგორი დეფიციტი იყო ავტომობილის ხარისხიანი პარფიუმი საქართველოში, დავიწყე პრემიუმ მწარმოებელი ბრენდების მოძიება, მერე კი იმ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ, პრემიუმ ხარისხის პარფიუმს აწარმოებს და ინოვაციურიც არის.

ინოვაციურობა რაში გამოიხატება?

ხდება პარფიუმის ფილტრების განახლება. ამ ბრენდს აქვს ულამაზესი და საინტერესო ვიზუალი, რომელიც გვრჩება. ვცვლით მხოლოდ ფილტრებს და კარტრიჯებს 2-3 თვეში ერთხელ, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ 18 სხვადასხვა სახეობის სურნელში ვიმოგზაუროთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პროდუქტში არის პარფიუმის სურნელი და არა ჰაერის არომატიზატორი. გამოყენებული ნედლეული არ არის სინთეთიკური. პარფიუმი მზადდება საფრანგეთში, გარე აქსესუარი კი პოლონეთში. ეს გახლავთ უმაღლესი ხარისხის ფრანგულ-პოლონური ბრენდი, რომელიც ძალიან კარგი საჩუქარიცაა ავტომობილების მფლობელთათვის.

გიორგი, როგორც ვიცი კომპანია “ეკოვუდის”, კორპორატიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელიც  ხართ,  რთული არ არის ორი საქმის ერთდროულად კეთება?

„ეკოვუდი“ ჩემი ძირითადი სამსახურია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ბიზნესი მაძლევს კომფორტს, არ მღლის, მიყვარს.

ამასთან ერთად დივერსიფიცირება მოვახდინე ამ ბიზნესის. ფრანგულ ბრენდამდე თანამშრომლობა მინდოდა ერთ-ერთ ამერიკულ ბრენდთან, მაგრამ უარი მივიღე, მერე კიდევ ვცადე, მერე კიდევ … არ შევეშვი და საბოლოოდ მიზანს მივაღწიე. უკვე 7 თვეა რაც მათი ოფიციალური დილერი გავხდი.  ახლა 2 ბრენდი მაქვს ავტოსურნელებისა და პარფიუმის მიმართულებით, ერთი არის VINOVE  და მეორე N1 ამერიკული ბრენდი ამ სფეროში – Little Trees, რომლის ისტორიაც 1952 წლიდან იწყება. ეს ბრენდი უმეტესობამ ჰოლივუდის ფილმებიდან იცის. ამიტომ პიარის და რეკლამის მხრივ ჩემგან ნაკლებ რესურს მოითხოვს ვიდრე VINOVE. VINOVE-ს უფრო მეტი ენერგია სჭირდება, მაგრამ ვიცი, გარკვული პერიოდის შემდეგ იმ შედეგს მივიღებ, რაც მინდა. მოთმინებაა საჭირო, სტარტაპი ძალიან რთულია, დიდი გამოწვევების წინაშე დგახარ, შემოსავალი თითქმის არ გაქვს და საკუთარი რესურსითა და ფინანსებით ახდენ ამ ყველაფრის განხორციელებას. არის სიძნელეები, მაგრამ არ ვჩერდები. მიზანსწრაფვა და შედეგის დანახვა მაძლევს ძალას და დიდ სტიმულს.

სტიმულია, როდესაც იცი, რომ ადამიანებს უმსუბუქებ მგზავრობას, უფრო მეტად კომფორტულს ხდი. ეს კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრება ხომ წამებისგან შედგება და აი ამ წამებს ულამაზებ, უფრო მეტი სიხალისე და ემოცია შეგაქვს მათ ცხოვრებაში.

–  სამომავლო გეგმებსა და დიდ მიზნებზე რას მეტყვით ?

– მინდა ჯერ არსებული ქსელი უმაღლეს დონეზე გავმართო, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ჩემი მიზანია სურვილსა და მიწოდებას შორის იყოს ძალიან მცირე დრო. ასევე ვგეგმავ ჩემს პარტნიორებთან ერთად გავაკეთო რეგიონალური ჰაბივით საქართველოში, საიდანაც მოხდება  მიმდებარე მეზობელი ქვეყნების ამ პროდუქტებით ლოგისტიკურად დაკმაყოფილება. მინდა ამერიკიდან  დასაწყობება მოხდეს საქართველოში  და მერე გადანაწილდეს მეზობელ ქვეყნებში. ეს ყველა მხარისთვის კარგი იქნება. მთავარია, პატარ-პატარა ნაბიჯებით მივყვე გზას დიდ მიზნამდე.

დიდ მიზნამდე მისასვლელად და წარმატების მოსაპოვებლად ყველაზე მეტად რა არის საჭირო?

ბევრი რამ…  აი, გუშინ ზუსტად პირველის ოცი წუთი იყო, მუშაობა რომ დავასრულე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ შრომა არის გარდაუვალი. შრომას მოაქვს წარმატებაც. ასევე უნდა გქონდეს სათანადო ცოდნა და გარკვეული უნდა იყო ყველაფერში, რომ სხვებსაც  მიმართულებები მისცე.

უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, რა აინტერესებს მომხმარებელს და შენი პროდუქტი-სერვისი დიდ პრობლემას უჭრის თუ არა, რაღაცაში ეხმარება თუ არა, უმსუბუქებს თუ არა მდგომარეობას. ეს თუ მოგვარებულია, პროდუქტი წარმატებულია და შენი შრომაც დაფასებული. პროდუქტის მომხმარებლად შენი თავი უნდა წარმოიდგინო და იკითხო ამ პროდუქტისგან რას მოელი, რა საჭიროებაზეა დაფუძნებული? ამ ფუნდამენტზე უნდა ააწყო ყველაფერი…

ყველა ეტაპზე ეს ძალა უნდა გააძლიერო შენი გუნდის ახალი წევრებით. უნდა იპოვო თანამოაზრეები, ვისაც დააჯერებ შენი ბიზნესის წარმატებას. სტარტაპი იწყება ერთი ან ორი კაცით, მაგრამ შემდეგ გუნდის სახე უნდა მისცე, თორემ მარტო ვერაფერს შეძლებ. უნდა იცოდე ვინ დაიპარტნიორო,  ვინ უნდა გახდეს შენი გუნდის წევრი, რომელი თანამშრომელი რა დროს გაგითავისუფლებს. სწორი ადამიანები უნდა შეარჩიო, რომ შენ მათი დახმარებით მეტი გააკეთო და ერთად მეტი შეძლოთ.  თუ დღეს, ხვალ და ზეგაც ერთი და იგივე  აკეთე, წინსვლა არ გამოვა.

გიორგი, მე თქვენ გაგიცანით  BPN Georgia-ს დამსახურებით, თუ შეგიძლიათ მითხრათ რა როლი ითამაშა BPN Georgia-მ თქვენი ბიზნესის განვითარებაში და რამდენად არის საჭირო მსგავსი ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის?

BPN Georgia-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს სტარტაპისთვის. იმიტომ რომ სტარტაპს არა აქვს საშუალება სხვადასხვა მიმართულების მრჩევლები და კონსულტანტები დაიქირავოს, აზრი ჰკითხოს, ფინანსურ ანალიზში ჩაახედოს…  რომ გაიგო რა ხდება, საით მიდიხარ, რა არის სწორი მიმართულება. BPN Georgia-ს შემთხვევაში ამის შესაძლებლობა გაქვს, იღებ რჩევებს, სხვადასხვა სემინარები გაძლევს ცოდნას. შეიძლება რაღაც იცი, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც გიმყარებს სპეციალისტისა და პროფესიონალისგან მიღებული რჩევა-დარიგება.

მარკეტოლოგების ჩართვა ხდება სემინარებში, მათი ხედვების გაზიარება, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებისა და კომპანიების ქეისების განხილვა, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა.

დაახლოებით 2 წელზე მეტია BPN Georgia-სთან ვმეგობრობ, მათი პროგრამის მონაწილე ვარ და ვფიქრობ, რომ მათთან მეგობრობა იქნება ჩემი ნებისმიერი ბიზნესის თანამეგზური ყოველთვის. ადამიანს, როდესაც ქვეცნობიერად რაღაც გეიმედება, მითუმეტეს ასეთი ორგანიზაცია, უფრო თამამი ხარ შენს გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებიც უფრო მტკიცეა.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,

დარეკეთ:  599 87 93 41

მსგავსი სტატიები

Leave a Comment