fbpx

როგორ შეუძლიათ ძლიერ და საქმიან დედებს სამყაროს შეცვლა?

ავტორი ჟოლო
155 ნახვა

ძლიერი და საქმიანი დედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამყაროს შეცვლაში… მათი გავლენა ვრცელდება როგორც ოჯახზე ასევე საზოგადოებაზე.

 მირანდა ხარაბაძე: ჩვენ, ძლიერი ქალები ვჭირდებით საზოგადოებას, შვილებს, მამაკაცებს. საზოგადოება სადაც შემოქმედი, პროდუქტიული, საქმიანი დედები არ არსებობენ მრავალი მიმართულებით შეიძლება იყოს შეზღუდული და ვერ განვითარდება.

ძლიერი და საქმიანი დედების აღზრდილი მომავალი თაობა არის ლიდერების, ინოვატორების და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების, რაც დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების მომავალზე.

ჩვენი ცხოვრება დედობასა და საქმიანი ქალის როლებს შორის გადის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მისია გვაკისრია, ჩვენი ცხოვრების ორ მთავარ როლს შორის წონასწორობის დამყარებას ვესწრაფვით…

ძლიერი დედები თავიანთ ენერგიას და რესურსებს ხშირად მიმართავენ საზოგადოების გასაძლიერებლად, რაც მოიცავს განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური სერვისების გაუმჯობესებას. საქმიანმა დედებმა შეიძლება დაარსონ და მართონ წარმატებული ბიზნესები, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ინოვაციურ პროდუქტებს ან სერვისებს.

 მიმაჩნია, რომ ყველა ქალს შეუძლია იყოს ძლიერი და ფეხზე მყარად მდგომი. როცა ოჯახს ვქმნიდი, არ მიფიქრია იმაზე, რომ ქმარზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი. ვალდებულებებს თავიდანვე სწორად ვიაზრებდი როგორც საქმესთან, ისე ოჯახთან მიმართებით.

 რატომ დავიწყე ბიზნესი?  

ყველა ადამიანი დაბადებიდან იბრძვის თავისუფლებისთვის. ფინანსური სიმყარე კი ამის გარანტია. მინდოდა მქონოდა მეტი საკუთარი დრო, რომელსაც გამოვიყენებდი პროდუქტიულად და კიდევ ჩემი საქმით მივიღებდი დიდ სიამოვნებას, რადგან ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მომწონს როცა მათ ვახარებ.

მეუბნებიან რომ რთულია ჩვენს ქვეყანაში იყო ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი, რომ ამას ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება.

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ უშრომელად ვერანაირ შედეგს ვერ დადებ. ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს, უამრავ შესაძლებლობას მოიზიდავს… ნათქვამია, ყურადღება ცხოვრების გასაღებიაო. საითკენაც მიმართავ ყურადღებას, იქითკენ მიდის შენი ცხოვრებაც. როდესაც გადაწყვეტ რა არის შენთვის უმთავრესი მიზანი, ყველა შენი ნაბიჯი მიზანმიმართულად უნდა მიმართო მისკენ.

განსაზღვრული მიზანი და მისი მიმართულებით შრომა საშუალებას მოგცემთ იგრძნოთ პროგრესი, მიაღწიოთ წარმატებას და აიხდინოთ ოცნებები.

მინდა მივმართო ყველა იმ ქალბატონს ვისაც ჯერ კიდევ ვერ უპოვია მისი საყვარელი საქმე და ფინანსური წარმატების გასაღები.

თუ გსურთ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, ვერ აბალანსებთ დროს და გჭირდებათ მხარდამჭერი და გზამკვლევი ამ საკითხში, შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებებში.

მირანდ ხარაბაძე

 ბიზნეს ქოუჩი, კაიძენ დაგეგმარების სპეციალისტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment