Jolo.ge არის სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პოზიტივის გავრცელებას და მკითხველს ეხმარება წარმატების გზის პოვნაში.
ჟოლოს მიზანია მოახდინოს საინტერესო ადამიანების პოპულარიზაცია, აღმოაჩინოს ახალი სახეები, გააცნოს მკითხველს მათი წარმატების ისტორიები და ამით ბევრად უფრო მოტივირებული გახადოს ორივე მხარე.
ჟოლოს მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და გაარეკლამოს
მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ან სერვისი.
თუ ფიქრობ, რომ უნდა გიცნობდეს უფრო მეტი ადამიანი და თუ გსურს:
-
შენი საქმიანობის ან ბრენდის ცნობადობის ამაღლება
-
ბიზნესის გარეკლამება
-
მრავალათასიან აუდიტორიასთან საკუთარი თავის წარმოჩენა
მაშინ ზუსტ მისამართზე ხარ
მთელი წლის განმავლობაში სიმბოლურ ფასად (125 ლ)
გთავაზობთ:
☑️ საიმიჯო სტატიას
☑️ ბიზნეს გვერდის გარეკლამებას
შედეგად:
☑️ jolo.ge – ზე საიმიჯო სტატიის განთავსებას, სასურველი ინფორმაციით, სასურველი ფოტოებით, სასურველი ლინკებით.
☑️ 1 თვის განმავლობაში “ჟოლოს” ფბ.გვერდზე, რომელსაც 87 500 გამომწერი ჰყავს, კვირაში სამჯერ გაზიარდება მოწოდებული მასალა.
☑️ შენი საქმიანობის, შენი კომპანიის ან პირადად შენს შესახებ(თუ ფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა გიცნობდეს) შეიტყობს უამრავი ადამიანი.
რაც ნიშნავს:
მეტ ცნობადობას,
მეტ ყურადღებას,
მეტ კონტაქტებს,
მეტ ფულს.
შემოგვიერთდი
მხოლოდ 100 ადამიანი შეძლებს ერთწლიანი (125 ლარიანი) პაკეტით სარგებლობას.
წელიწადში 125 ლარი კი არის თვეში 10,42 ლარამდე .
გამოიყენე შესაძლებლობა და Jolo.ge-ის დახმარებით მიაწვდინე ხმა შენს მომხმარებელს.
Jolo.ge აბედნიერებს ადამიანებს.
გაბედნიერდი და გააბედნიერე
დაგვიკავშირდი
jolopress@gmail.com
მოგვწერე: Jolo-ჟოლო
ან დაგვირეკე: 597 997 887
„ჟოლო“ არის ის სივრცე, სადაც ჯერ კიდევ მაშინ იწერებოდა თვითგანვითარებაზე, წარმატებაზე, ქოუჩინგზე, საკუთრი ცხოვრების შექმნაზე, სიყვარულის და მადლიერების ძალაზე, როცა ამის გამგები და მიმღები მართლა თითებზე ჩამოსათვლელი იყო საქართველოში.
თუ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს რომ თავად შეუძლია საკუთარი ცხოვრების მართვაც და შეცვლაც, რომ მომავლის გასაღები მათ ხელთაა, ამაში „ჟოლოს“ უდიდესი წვლილია.
დღეგრძელობა და წარმატებები „ჟოლოს“.
თამარ საგინაშვილი
Wellness Academy / CEO
დეა, მე და „ჟოლო“ მოვიდართ თითქმის ერთად. თვალწინ იზრებოდა, ვითარებოდა, მაშტაბებეს იღებდა... და ასე, სიყვარულით და მადლიერებით, უსაზღვრო შესაძლებელობელობების ნაკადში მივაბიჯებთ. წარმატებები და უთვალავი განხორციელებული ისტორიები. ❤
თამარ კვარაცხელია
მიყვარს “ჟოლო”, ის სულ ჩვენს გვერდით არის და ქართულ საზოგადოებას დიდ სტიმულს აძლევს ყველაზე საჭირო დროსა და მომენტში . დეა ბევრი წარმატება შენც და “ჟოლოსაც“ ❤
თინათინ ბასილაია
მადლიერი ვარ „ჟოლოსი“ და დეასი, რადგან მომცა შესაძლებლობა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება უამრავი ადამიანისთვის გამეზიარებინა.
ბევრი მწერს: “იმედი და ძალა მომეცა,” “მეც შევძლებ,” “სხვა თვალით დამანახე საზღვარგარეთ ყოფნა” ... ვიტყვი იმასაც, რომ მეც სხვა თვალით დავინახე ჩემი თავი, ჩემი ცხოვრება. ამ ინტერვიუმ კიდევ უფრო მაგრძნობინა ჩემი შესაძლებლობები.
წარმატებები დეა შენ ამ კეთილი საქმისთვის და წარმატებები „ჟოლოს“, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს ძალას და ეხმარება მოტივაციის ამაღლებაში.
ნინა ორჯონიკიძე
არასოდეს დამავიწყდება, პირველი შეხვედრა Jolo-სთან. პირევლი სტატია ჩემი პროფესიისა და ცხოვრების შესახებ სწორედ Jolo-ზე გამოჩნდა და საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. უდიდეს სიხარულს მანიჭებს მისი ყოველი წარმატება და მჯერა, რომ არასოდეს შეწყვეტს მკითხველთა გაოცებას ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი და საინტერესო პუბლიკაციებით. მე ყოველთვის განსაკუთრებულად ვუგულშემატკივრებ Jolo-ს იმ მრავალწლიანი სასიამოვნო თანამშრომლობის აღსანიშნავად, რაც გაცნობის დღიდან გვაკავშირებს.
ანა არველაძე
მინდა ჩემი დიდი მადლიერება გამოვხატო “ჟოლოსადმი”.ინტერვიუში ძალიან კარგად იყო აღწერილი ყველა დეტალი ჩემი მოღვაწეობიდან. ნაჩვენები იყო ჩემი სტუდია და ჩემი ბევრი ნახატი,ასევე რაგბის სკოლა და ჩემი ურთიერთობა პატარა მორაგბეებთან. ამ სტატიამ ძალიან გამახარა არა მარტო მე არამედ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია.
ზოგადად ჟოლო გამოირჩევა ძალიან საინტერესო ინმფორმაციებით, რაც ძალიან მეხმარება პიროვნულ განვითარებაში.შესაბამისად ძალიან გამიხარდა რომ,ამ ძალიან საინტერესო სივრცეში აღმოჩნდა ჩემი ინტერვიუ. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჟოლოს და წარმატებებს ვუსურვებ.
ვახო მძინარიშვილი
დღევანდელ დღეს, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანმა აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს ჰარმონია საკუთარ თავთან, „ჟოლო“ ჩემი აზრით არის პირველი ჟურნალი საქართველოში, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით ზრუნავს ადამიანებზე და ამას წლებია აკეთებს ყველასთვის გასაგები და მარტივი გზით.
პირადად ჩემს ცხოვრებაში „ჟოლომ“ დიდი გარდატეხა მოახდინა, რადგან სწორებ ამ ჟურნალის მეშვეობით გამიცნეს ადამიანებმა, გამოქვეყნდა ჩემი რამდენიმე სტატია, ინტერვიუ და შედეგებმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად დიდი იყო გამოხმაურება.
„ჟოლო“ ჟურნალზე მეტია, ეს არის სივრცე, რომელიც ისეთ საზოგადოებას აერთიანებს, რომელთა მთავარი ინტერესი ცხოვრებაში არის პიროვნული ზრდა და განვითარება, ანუ ის, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო მეტად გავიცნოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი და ეს ცხოვრება და ამაზე მნიშვნელოვანი დღეს რა შეიძლება იყოს?!
ნუცა ჟოხაძე
რამდენიმე წელია „ჟოლო“-ს მკითხველი და მიმდევარი ვარ.
ჩემს შესახებ პირველი სტატია, ჟოლოში დაიბეჭდა. მახსოვს საკმაოდ ბევრი გამოხმაურება ჰქონდა რაც რა თქმა უნდა სასიკეთოდ აისახა ჩემს საქმიანობაზეც.
ვფიქრობ რომ პროდუქტი მის შემქნელს ძალიან ჰგავს და მეც მსურდა ასეთი ძვირფასი ადამიანის გაცნობა. როდესაც „ჟოლოს“ დამფუძნებელი და რედაქტორი გავიცანი, მივხვდი რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა- ის შესანიშნავი ადამიანია, თითქოს „ჟოლო“ მართაც მისი ანარეკლია. „ჟოლო“ ჩემთვის ასოცირდება, პოზიტივთან, სიყვარულთან, მიმღებლობასთან, მუდვი ზრდასთან, უანგარობასთან, მეგობრობასთან, ბედნიერებასა და სიხარულთან. ნებისმიერი სტატია, რომელიც ჟურნალში წამიკითხავს, ორიენტირებულია იმაზე გაგრძნობინოს თუ როგორი ძვირფასი ხარ საკუთარი თავისა და ზოგადად სამყაროსთვის...
ხშირად მეუბნებიან. იცი რა მაგარი/საინტერესო ჟურნალი აღმოვაჩინეთ? და მე რა თქმა უნდა ვიცი რომ ის „ჟოლოა“.
მიყვარს „ჟოლო“ და მთელი გულით მინდა ვუსურვო წარმატება. მადლიერი ვარ, რომ ადამიანები ამდენ სარგებელს იღებენ შენგან.
მარიამ ტატუაშვილი
ფსიქოლოგი
ამ წერილით მადლობა მინდა გამოვხატო თქვენი შემოქმედებითი გუნდის მიმართ, თქვენს საიტზე დადებულმა სტატიამ ჩვენს შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მედიის სხვა წარმომადგენლებიც დაგვიკავშირდნენ, გადაიღეს სიუჟეტი, რის საფუძველზეც უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა და დაინტერესება გამოხატა ჩვენი შემოქმედების მიმართ , მადლობა კიდევ ერთხელ, რადგან თქვენი მხრიდან სტატიის მომზადება დიდი სტიმული და მხარდაჭერა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ რთულ პერიოდში.
ნინო ბახუტაშვილი
სახელოსნო „ფესვების“ დამფუძვნებელი