fbpx

უნდა გაბედოთ და გარისკოთ, რადგან…

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, წარმომავლობას, სოციალურ სტატუს, მიღწევებს და მისაწრაფებებს. ცხოვრების ყოველი დღე, ახლი შენაძენია.

თუმცა ცხოვრებაში  ხშირია, რომ ამ ყველაფრის შეგრძნებას და დაფასებას  მხოლოდ მაშინ ვიწყებთ როცა ვკარგავთ რამეს, რაც აქამდე თურმე გვაბედნიერებდა, სიცოცხლის სურვილით გვავსებდა, არ გვაკლდა მოტივაცია, ენთუზიაზმი და ძალა, ახალი ოცნებების რეალობად ქცევისთვის.

როცა დაფიქრდები და იტყვი: „თურმე მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ, რამდენი შესაძლებლობა მოუცია სამყაროს ჩემთვის და მე კი ვერ შემიმჩნევია“ – მერწმუნეთ უკვე ძალიან გვიანი იქნება. მანამ სანამ კიდევ ერთი ახალი დღე და ახალი შესაძლებლობები არ გამოჩნდება ცხოვრების ჰორიზონტზე.

რა არის ცხოვრებაში ბედნიერება? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის ნებისმიერი ადამიანის N1 მიზანი და მისწარაფება. ხოლო ვინ როგორ ცდილობს ბედნიერად ცხოვრებას ეს კიდევ ცალკე საკითხია. რატომაა რომ ზოგჯერ ცხოვრება 1 წამით შეგაჩერებს? იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტად დავინახოთ რამდენი დადებითი ყოფილა ჩვენს გარშემო და ჩვენ მას ისე  მივეჩვიეთ და გავაუფასურეთ რომ სრულიად დაგვავიწყდა მისი რეალური ფასეულობა.

ვინ იცის რამდენი ადამიანის ოცნებაა ის, რაც თქვენ უკვე მოიწყინეთ და თქვენში დადებით ემოციას აღარ იწვევს… თუნდაც ასეთი მეგობრები, ასეთი შემოსავალი, დასვენება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან  ერთად გართობა, ისეთი ადამიანის არსებობა რომელიც გიყვართ, უყვარხართ და თვლით, რომ ის თქვენი ცხოვრების საჩუქარია.

შეგიძლიათ დაფიქრდეთ და გაიხსენოთ ის ტკბილად გატარებული დღეები, რომელსაც წარსულში ვინახავთ. გავიხსენოთ და მადლიერები ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი იყო და ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

უნდა გაბედოთ და იოცნებოთ. ოცნება გარღვევაა ამ ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებიდან. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ რომ ოცნებას მოქმედება უნდა მოჰყვეს იმ დღესვე, იმავე შესაძლებლობებით, იმავე რესურსებით.

უნდა გადადგათ ყოველ დღე თქვენი შესაძლებლობების 100% , რადგან სხვა შემთხვევაში, თუკი ლოდინს დაიწყებთ, ”სწორი დრო” არასოდეს მოვა. ამასობაში კი თქვენი ოცნება – იმ აუსრულებელ ოცნებად დარჩება, რომლის ასრულებას წლების მერე თქვენთვის მნიშვნელობა საერთოდ აღარ ექნება.

ასე რომ  სანამ თვლით, რომ თქვენი ოცნება კაშკაშებს, გავსებთ სიცოცხლის ძალით, გაძლევთ იმედს, რომ ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება თუნდაც ამ ოცნების ასასრულებლად ღირს, თუ თვლი, რომ ამ ოცნების ასრულებაა თქვენი მისია – მაშინ იმოქმედეთ ისე, თითქოს წაგების შანსი არ არსებობს, იმოქმედეთ ისე თითქოს დღეს ბოლო დღე და ბოლო შესაძლებლობაა ამ ოცნების ასასრულებლად. ეს უფრო გამოგაფხიზლებთ და დაგეხმარებათ დააფასოთ თითოეული დღის მნიშვნელობა.

გახსოვდეთ, რომ ბოლო დღე ერთ დღეს მართლაც დადგება და აქციეთ ის გამარჯვების დღედ ნაცვლად სინანულისა.

გაბედეთ და გარისკეთ ყველაფერი რაც ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. დღეს საუკეთესო დღეა ამისთვის. გამოიყენეთ ის 100%-ით.  ნუ გეშინიათ. იმოქმედეთ და უბრალოდ გწამდეთ თქვენი გამარჯვების.

მოამზადა მარიამ შარიქაძემ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment