43
ომარ რუხაძე – ძალიან კარგი კაცი:
ბათუმიდან მომავალი კაცი ავარიაში მოჰყვა. მძიმე მოტეხილობებით საავადმყოფოში იწვა.
ფეხზე წამოდგა თუ არა, ძმაკაცებმა უთხრეს, გადარჩენა აღვნიშნოთ, ცხვარი დავკლათო.
ჯერ კიდევ ჭრილობებმოუშუშებელმა მშვიდად გაიღიმა და ბიჭებს უთხრა, ღმერთმა იმიტომ დამტოვა, სხვას დავეხმაროო. ცხვრისა და სუფრის ფულს ვინმე გაჭირვებულს მივცემო.
მართლაც, ადგა და ოთხშვილიან ოჯახს 1000 ლარი გადასცა. ახლა ეს ოჯახი ზამთრისთვის შეშას მოიმარაგებს და სახურავსაც შეაკეთებს, რომ წვიმამ ბავშვებს ლეიბები არ დაუსველოს.
ბიჭებმა კი ომარს მხარზე ხელი მიუტყაპუნეს…
#ადამიანისთვის
განსაცდელიც კი სიკეთეა
გოგა ჩანადირი