fbpx

ამ საათის მფლობელი, ფაქტობრივად, მთელს სამყაროს თან ატარებს

ავტორი ჟოლო
41 ნახვა

ე.წ.სმარტ საათები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების აშკარა ნიშანია. საათი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო მაჯის საათი. თუ თქვენ მას შეიძენთ, ჩათვალეთ მთელი სამყაროს „მფლობელი“ ხართ.

 

ამ მაჯის საათზე წარმოდგენილია მზის სისტემა თავისი ყველა პლანეტით. რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი სწორედ იმდენ დღეს ანდომებს მზის ირგვლივ ბრუნვას, რამდენსაც სინამდვილეში: მერკური 88 დღეს, ვენერა – 224, დედამიწა – 365, მარსი – 687, იუპიტერი – 12 წელიწადს, სატურნი – 29 წელიწადს.

 

რაც შეეხება დროს – ციფერბლატზე განთავსებულია რიცხვები 1-დან 24-ის ჩათვლით, მოძრავი ვარსკვლავი კი იმ დროს მიუთითებს, რომელიც ამჟამადაა.

 

საათის შემქმნელი ჰოლანდიელი კრისტიან ვან დერ კლაუა ბრენდისთვის ვან კლიფ&არპელსი. ღირებულება 245 ათას დოლარს შეადგენს, ბრილიანტებით გაწყობის შემთხვევაში კი 333 ათას დოლარს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment