ამ ადამიანების დამსახურებით თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა ეძლევათ მშობლიური დედა ენა ისწავლონ.
ერდალ ქუჩუქმა (ელიზბარ ცივნარიძე) და ქევსერ რუჰიმმა(ქეთი ხანთაძე) თურქეთის სახელმწიფო საშუალო სკოლებში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის ნებაყოფლობით სწავლება დანერგეს.
ამ ღვაწლისთვის ისინი „ოქროს საწმისის ორდენით“ დაჯილდოვდნენ. ანკარაში საქართველოს საელჩოში, მათ ეს ჯილდო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა გადასცა.
„ღირსების ორდენით” მინისტრმა ასევე მუსტაფა კოლათი დაჯილდოვდა, ხოლო იზმირში საქართველოს საპატიო კონსულს, ნურეთინ ჩარმიქლის საჩუქარი გადასცა.
ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ ამ პროგრამის შემუშავებისთვის. ელჩმა ხაზი გაუსვა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროგრამას ეთნიკურად ქართული წარმოშობის ქართველებისთვის.
ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე) , ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე:
„ამ ჯილდოს ქართული კულტურის სახლის სახელით ვიღებ. ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთებია. 40 წლის შევსრულდი და 20 წელი ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს შევალიე, რაც მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაგვირგვინდა. ეს არის ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის ერთგვარი სტიმული და ენერგიის მომცემი. ვიმედოვნებ, რომ იქ, სადაც ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებული ქართული წარმოშობის მოსახლეობაა, არაერთი ქართული კლასი გაიხსნება.“
წყარო: „ნიუპოსტი“