fbpx

ბუდას ქანდაკების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ საოცარი რამ გამოავლინა (ფოტოკოლაჟი)

ავტორი ჟოლო
74 ნახვა

მე-11-მე12 საუკუნეების ბუდას ქანდაკების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ენდოკოპიამ, რომელიც ჰოლანდიის მეანდრის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა, გამოავლინა, რომ მასში ბუდისტი ოსტატის, ლიუციუანის, ნარჩენებია.


ბერი დაახლოებით 1100 წელს ცხოვრობდა და ჩინეთის მედიტაციის სკოლას ეკუთვნოდა.



იმის შესახებ, რომ ქანდაკებაში ბერის ჩონჩხია, ადრეც ცნობილი იყო, თუმცა, გამოკვლევების დროს კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გაკეთდა: ამოღებული ორგანოების ადგილზე მოთავსებული იყო ქაღალდები უძველესი ჩინური იეროგლიფებით.



მუმია ახლა უნგრეთში გადაიტანეს, სადაც 2015 წლამდე დარჩება ისტორიის მუზეუმის ექსპონანტად.



აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთ პრაქტიკოს ბუდისტს მიაჩნია, რომ მსგავსი მუმიები არ არიან მკვდრები, არამედ – მედიტაციის შემდეგ საფეხურზე იმყოფებიან.






წყარო: aww.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment