ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ძალიან მომინდა გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემი ცხოვრებიდან…
ერთხელ, ვენის ქუჩებში ხეტიალისას, ერთ პროექტზე წასულმა ორმა გოგომ ერთმანეთი დავკარგეთ. ჰოდა, დავრჩი ასე მარტო ვენის ქუჩებში, იმ დღის ჩასული და საერთოდ ორიენტაცია-დაკარგული…
უცებ შემიპყრო ერთდროულად რაღაცნაირმა შიშმა, დისკომფორტმა, უდიდესი განუსაზღვრელობის შეგრძნებამ და მარტოობამ და მიხვდი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი არც ისე კარგად ვგრძნობდი თავს… და იმასაც მივხვდი, რომ სამყარო მაძლევდა ნიშანს და შანსს, ეს იმ დღესვე გამომესწორებინა… იმ დროს ინტელექტიკასთან შეხება მინიმალური მქონდა და არ ვიცოდი ის, რაც დღეს ვიცი
ჰოდა, მაშინდელი ჩემი გულით და გონებით, გადავწყვიტე, მაქსიმალურად მესიამოვნა მარტოობით, ქალაქში ხეტიალით, წავსულიყავი იქ, საითაც თვალი და გული გამიწევდა და მერე როგორმე კი ვიპოვიდი ჩემს სასტუმროს და ღამით შევხვდებოდი ჩემს მეგზურს…
ის დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… გავაცნობიერე, რომ ყველაფერი, რასაც განუსაზღვრელობისას საკუთარი გონება გვიხატავს, ილუზიაა, რომ შიშიც ილუზიაა და საკმარისია, პროცესისგან სიამოვნების მიღება დაიწყო, მაშინვე ქრება ყველაფერი, რაც მანამ გულს გიფორიაქებდა…
მოვიარე ქალაქი, ორიენტირებისას შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვისიამოვნე მარტო სადილობით, საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვებით და ბოლოს ვთხოვე სამყაროს, რომ ნიშანი მოეცა ჩემთვის, რომ სწორად მივდივარ და რომ ზოგადად, პიროვნული ზრდის, საკუთარ შიშებზე გამარჯვების, განუსაზღვრელობაში მოქმედების თემები სწორედ ისაა, რაც ჰაერივით მჭირდება…
სასტუმროსთან 2 ნაბიჯიღა მაშორებდა, როცა ფანჯრის რაფაზე დადებულ ორ წიგნს მოვკარი თვალი. დამაინტერესა და გადავშალე – ინგლისურ ენაზე იყო ორივე… გამვლელმა მანიშნა, ეს წიგნები იმიტომ დევს, რომ მსურველმა წაიღოსო… ორივე პიროვნული ზრდისა და საკუთარი საყვარელი საქმის განვითარების თემაზე იყო… სწორედ იმ თემებზე, რაზეც ახლა მუშაობს ინტელექტიკა…
მადლიერებით მივიღე სამყაროსგან ეს 2 ნიშანი და გადავწყვიტე, არასოდეს გავჩერებულიყავი განვითარების ამ გზაზე… ამ გადაწყვეტილებიდან 15 წუთში ამხელა ვენაში უცებ წავაწყდი ჩემს დაკარგულ მეგზურს… ისე გაგვიხარდა შეხვედრა, წლობით უნახავ ძველ მეგობრებს რომ უხარიათ ხოლმე… ესეც მესამე საჩუქრად და ნიშნად მივიღე და მას მერე ასე მოვყვები გზას, რომელსაც მივყავარ… საკუთარ თავამდე…
მადლიერი ვარ ამ გზის..