fbpx

ის რაც ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება

ავტორი ჟოლო
479 ნახვა

ერთხელ ადამიანმა უფალს სთხოვა რომ მისთვის დიდი სიმდიდრე მიეცა , მაშინ უფალმა ჰკითხა , თუ რაში ჭირდებოდა მას ეს სიმდიდრე , ადამიანმა კი უპასუხა , რომ მას ეს ყველაფერი სჭირდება იმისათვის რომ დაეხმაროს ყველა გაჭირვებულს …

უფალმა უთხრა: – მე ვხედავ ყველაფერს და ვგრძნობ ყოველის გულის ცემას და ის რაც შენ გაბედნიერებს , შესაძლოა სხვისთვის სულ არ იყოს ბედნიერება … ასე რომ ნუ იფიქრებ თუ გაჭირვებულს ფულით დაეხმარები მას ბედნიერებას მისცემ…

ყველაზე დიდი ბედნიერება, მეგობრობის და სითბოს ხელის გაწოდებაა, ადამიანი ხშირად ცდილობს დაეხმაროს სხვას იმიტომ რომ თვითონ გრძნობდეს თავს ამაყად …  და აძლევს ყველაზე მარტივს…  ხშირ შემთხვევაში კი ყველაზე რთულსა და საჭიროს თავისთვის იტოვებს – ეს სიყვარული და სითბოა …

წყარო: ფსიქოლოგის ფსიქოლოგი რჩევები

მსგავსი სტატიები

Leave a Comment