fbpx

“იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე” – ჯეკ კერუაკი

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;

იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;

შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;

იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;

ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;

იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;

გაუბერე იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;

დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;

გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;

დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;

მიენდე  გულიდან მომავალ შეგრძნებებს;

გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;

შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;

მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;

შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;

იცურავე სიტყვების ზღვაში;

ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;

იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;

წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;

თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;

იმისათვის, რომ სრულად გამდმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;

შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;

გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;

მიწიერი სცენების შემოქმედები არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.

ჯეკ კერუაკი

ამერიკელი მწერალი, პოეტი, მსახიობი.

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous August 5, 2021 - 3:38 pm

პასუხი