fbpx

კბილების მდგომარეობით ადამიანის დაავადებების განსაზღვრა შეიძლება

ავტორი ნინო გონგაძე
133 ნახვა

კბილების მდგომარეობით ადამიანის დაავადებების განსაზღვრა შეიძლება. სხვანაირად რომ ვთქვათ, კბილები ჯანმრთელობის ინდიკატორია. ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია. კბილის ტკივილი არსებული პრობლემის ერთგვარი სიგნალია.

ზედა და ქვედა საჭრელ-საკბეჩი კბილებით თირკმლების,შარდის ბუშტისა და ყურების მდგომარეობაზე მსჯელობენ. ეშვები პასუხისმგებლები არიან ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე. უკანა, ძირითადი კბილები- კუჭზე, ელენთასა და ფილტვებზე. წინა კბილები- სახსრების დაავადებებზე. სიბრძნის კბილები გულისა და წვრილი ნაწლავების მდგომარეობას გვამცნობენ. თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაქვთ, პაროდონტოზი და კბილებზე ქვების ნადები აუცილებლად გექნებათ.

არსებობს შექცეული დამოკიდებულება, როდესაც კბილების პრობლემას რომელიმე შინაგანი დაავადება მოსდევს. კბილების ანთების გამო შეიძლება- თავის ტკივილი, ჰაიმორიტი, ხოლო პერიოდონტიტის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განვითარდეს. აი, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს სტომატოლოგთან გადადებულმა ვიზიტმა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment