fbpx

მდიდრებისა და ღარიბების ჩვევები

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

„თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს  შედეგს, იქნებით თუ არა წარმატებულნი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში“ – ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და „გვთავაზობს“ ჩვევებს, რომელთა გამომუშავებაც  წარმატების მოპოვებაში დაგვეხმარება.

რატომ ვაქვეყნებ ამ ჩვევებს? მე მჯერა სამყაროს ჰარმონიის, მისი კანონების. მჯერა რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ვიქნებით თუ არა ამ სამყაროს ნაწილი, რათა მივიღოთ ის რაც დაბადებიდან ისედაც ჩვენ გვეკუთვნის. უბრალოდ, არასწორი დოგმებით, შეხედულებებით, არჩევანით ზოგჯერ ავცდებით ხოლმე დანიშნულ კურსს, ჩვენს ცხოვრებისეულ დანიშნულებას, საიდანაც მობრუნება ძნელი ხდება. ჩაკეტილი წრე შეიძლება მას ვუწოდოთ.

cveva

ოდესმე თუ გინახავთ, რომ ზამთარს ზამთარი მოსდევდეს, ღამეს ღამე ცვლიდეს… რა თქმა უნდა  არა, ყველაფერი გარკვეულ სამყაროს კანონებს ემორჩილება და ასევე, შენი ცხოვრებაც გარკვეულ კანონებს დაემორჩილება თუ არჩევანი სწორად იქნება გაკეთებული.

სურვილები – იყო კეთილი, შეგეძლოს სიყვარული, ყველგან და ყველაფერში იპოვო სიკეთის მარცვალი… ეს ყველაფერი ბუნებრივია, ეს განგებასთან სიახლოვეა. ადამიანების მოგონილია: შიშები, შური, სიღარიბე, ბოროტება, უმადურობა, ანგარება. ესენი ხელოვნურად შექმნილი, არასამყაროსეული მცნებებია.

თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს  შედეგს, იქნებით თუ არა წარმატებულნი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

 წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment