თუ ციფრების ერთნაირ კომბინაციას ყოფით ცხოვრებაში ხშირად აწყდებით, იცოდეთ, რომ თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს ემართება ^_^ მობილურ ტელეფონზე, კომპიუტერზე, სატრანსპორტო საშუალებებში, მოკლედ, ყველაგან, სადაც ციფრებია – ძალიან ხშირად ვხედავ ერთი და იგივე რიცხვებს და ეს ყველაფერი უკვე აღარ ჰგავს შემთხვევითობას, თითქოს ამ ყველაფრის მიღმა მართლაც რაღაც აზრი იმალება. და მაინც რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ციფრები?… როგორც პითაგორას წმინდა ნუმეროლოგიის სპეციალისტები ამბობენ, ამ ციფრებით ჩვენი მფარველი ანგელოზები შეტყობინების გადმოცემას ცდილობენ ჩვენთვის. არსებობს ციფრების გარკვეული კომბინაციები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ასეთ დროს ჩუმად ან ხმამაღლა წარმოვთქვათ სიტყვები: “გთხოვ, უფრო გარკვევით მითხარი, რისი თქმა გსურს, რომ უფრო ადვილად მივხვდე”. შემდეგ კი თქვენს შინაგან ხმას და სიბრძნეს მოუსმინეთ, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მიენდეთ ინტუიციას.
თქვენი მფარველი ანგელოზი აი, ამ წუთშიც თქვენს გვერდითაა – გამუდმებით! ანგელოზები ფიქრების, შეგრძნებების, სიტყვებისა და ხილვების მეშვეობით გეკონტაქტებიან. გარდა ამისა, ისინი მინიშნებებს გაძლევენ, რასაც ფიზიკური თვალით ვხედავთ და ეს მინიშნებები მეორდება გარკვეული პერიოდულობით. ეს შეიძლება იყოს ციფრებიც… პითაგორას წმინდა ნუმეროლოგიის სპეციალისტები რამდენიმე სხვადასხვა კომბინაციას განმატავენ:
111 – თუ ციფრების ამ თანმიმდევრობას ხშირად ხდევათ, გულდასმით გააკონტროლეთ თქვენი ფიქრები და დარწმუნდით, რომ ფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რაც გსურთ და არა იმაზე, რაც არ გსურთ. ციფრების ეს წყობა იმის ნიშანია, რომ იქმნება შესაძლებლობა თქვენმა ფიქრებმა ელვის სისწრაფით რეალური ფორმა შეიძინონ, ანუ იქცნენ რეალობად. 111-ის დანახვა ნიშნავს, რომ სამყარომ ეს წუთია თქვენი ფიქრები აირეკლა და მათ ფორირებას იწყებს. კმაყოფილი ხართ იმ სურათით, რაც სამყარომ გადაიღო? თუ არა, შეცვალეთ თქვენი ფიქრები. თუ ფიქრების გაკონტროლება გიჭირთ, დახმარების თხოვნით მფარველ ანგელოზს მიმართეთ.
123 – ციფრების ამ კომბინაციას თუ ხშირად ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაიმარტივოთ. გათავისუფლდით იმისგან, რაც თქვენს დიდ ენერგიას, დროსა და ფინანსებს შთანთქავს. განსაკუთებით ისეთი რამისგან, რაც თქვენს ცხოვრებისეულ მიზანს გაშორებთ.
222 – იქონიეთ რწმენა. ეს ციფრების იმის მიმანიშნებელია, რომ ყველაფერი კარად იქნება. ნუ იღელვებთ ნურაფერზე, ვინაიდან ვითარება ყველა ჩართული მხარისთვის სასიკეთოდ დალაგდება.
333 – ეს იმას ნიშნავს, ანგელოზი თქვენს გვერდითაა და სურს იცოდეთ, რომ გეხმარება, უყვარხარ და არასდროს გტოვებს. ხშირად მოუხმეთ მფარველ ანგელოზს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციფრ 3-ს ხედავთ. ანგელოზის გარდა ასევე შეგიძლიათ ამ დროს თავად უფალს, მოსე წინასწარმეტყველს ან ღვთისმშობელს მოუხმოთ.
444 – როცა ამ ციფრებს ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს გარშემო ამ დროს ათასობით ანგელოზია, სიყვარულისა და მხარდაჭერის ნიშნად. ანგელოზთა სამყაროსთან ძალიან მჭიდრო კავშირი გავქთ და თავადაც მიწიერი ანგელოზი ხართ. საშიში არაფერი გაქვთ – ყველაფერი რიგზეა.
555 – უსაფრთხოების ღვედი შემოიჭირეთ. მთავარი ცხოვრებისეული ცვლილება თქვენზეა. ეს ცვლილება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც “დადებითი” ან “უარყოფითი” მოვლენა, ვინაიდან ყველა ცვლილება ცხოვრების ბუნებრივი ნაკადის ნაწილია. შეაძლოა, ეს ცვლილება თქვენი ლოცვების პასუხია, რათა სიმშვიდე მოიპოვოთ.
666 – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ფიქრებში ბალანსია დარღვეული და მეტისმეტად ხართ ფოკუსირებული მატერიალურს სამყაროზე. ციფრების ეს თანმიმდევრობა ზეცასა და მიწას შორის ფიქრების დაბალანსებისკენ მოგიწოდებთ. ამგვარად ანგელოზი გატყობინებთ სულზე კონცენტრირდეთ და მიგანიშნებთ, რომ თქვენი მატერიალური და ემოციური მოთხოვნილებები საბოლოოდ დაკმაყოფილდება.
777 – ანგელოზები ტაშს გიკრავენ. “გილოცავთ, თქვენ მოწოდების სიმაღლეზე დგახართ, ასე განგრძეთ და იცოდეთ, რომ თქვენი სურვილი ახდება”. ეს, უდავოდ, პოზიტიური მინიშნებაა და მეტ სასწაულსაც უნდა ელოდეთ.
888 – ციფრების ეს კომბინაცია ცხოვრების მორიგი ფაზის, შესაძლოა კარიერაში ან პირად ურთიერთობებში, დასასრულზე მიანიშნებს და გატყობინებთ, რომ უნდა მოემზადოთ. ის ასევე იმაზე მიუთითებს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა. დამატებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მარცვლები უკვე მწიფეა და ნუ დააყოვნებთ დაკრეფას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი შრომის ნაყოფით ისიამოვნეთ.
875 – ციფრების ეს კომბინაცია მიმანიშნებელია, რომ ცვლილებებს, რომლებსაც ახორციელებთ, სწორ გზაზე მიყავხართ.
999 – მუშაობას შეუდექით! სამყაროს თქვენი ღვთაებრივი ცხოვრებისეული მიზანი სჭირდება. მთელი არსებით მიეძღვენით თქვენს წმინდა მისიას ყოყმანისა და მერყეობის გარშე.
000 – ციფრების ეს თანმიმდევრობა იმას გახსენებთ, რომ უფალთან მარტო ხართ პირისპირ და საკუთარი შემოქმედის სიყვარულს თქვენს თავში უნდა გრძნობდეთ.
მასალა: “Doreen Virtue’s Books and Angel Readings”
წყარო: mental.ge