373
ერთხელ მასწავლებელმა, თავის მოწაფეებს აჩვენა ქაღალდი, რომლის ცენტრში იყო დასმული შავი წერტილი და ჰკითხა:
-რას ხედავთ?
პირველმა მოწაფემ უპასუხა:
– წერტილს.
მეორემ:
– შავ წერტილს.
მესამემ:
– სქელ წერტილს.
მაშინ მასწავლებელმა ახსნა:
– თქვენ ყველამ დაინახეთ პატარა წერტილი და ვერცერთმა ვერ შენიშნეთ, დიდი თეთრი ქაღალდი. აი, სწორედ ასე, განვსჯით ხშირად ადამიანებს, მათი პატარა ნაკლიდან გამომდინარე!
წყარო: zrda.wordpress.com