“მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი.ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლა ღმერთი ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს.
“მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე.”
“ადამიანისთვის არის ერთი სანუკვარი გრძნობა: ის სიხარული, როცა გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული, რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად? განგებამ, ამას მხოლოდ რჩეულთათვის აკეთებს უზენაესი…
“სანამ ანთიხარ.. ისე უნდა ენთო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ!”
”უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ”
“სიკეთე ის არის, რაც ყველასთვის კარგია. მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდო.- წადი, სხვა მადლი ჰქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის აუცილებელი პირობაც.”
“ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთ ჯამია”,
დათა თუთაშხია
ჭაბუა ამირეჯიბი