fbpx

როგორ მოქმედებს მამაკაცზე სექსზე უარის მიღება…

ავტორი ჟოლო
253 ნახვა

ხშირია კამათი იმაზე თუ როგორ მოქმედებს სექსზე უარის თქმა ქალსა და მამაკაცზე და კიდევ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ქალისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მამაკაცზე კი ძალიან სერიორულად მოქმედებს.

 

მართალია თუ არა აზრი იმის შესახებ, რომ თუ მამაკაცი სექსზე უარს ხშირად იღებს ეს მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს? მის ჯანმრთელობას ამით არაფერი აკლდება, თუმცა დროთა განმავლობაში სექსუალურ აქტივობაზე ნამდვილად შეიძლება უარყოფითად აისახოს.

 

წარმოიდგინეთ სცენარი: ხართ სახლში, შესანიშნავი დღე გქონდათ და სექსის ხასიათზე ხართ. ჩართეთ მუსიკა, მოწრუპეთ ცოტაოდენი ღვინო და ამ დროს შემოვიდა თქვენი პარტნიორი. თქვენ მას საძინებელში შესვლას სთავაზობთ, თუმცა ის აშკარად ცუდ ხასიათზეა. გეუბნებათ, რომ ცუდი დღე ჰქონდა და მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომა და დასვენება სჭირდება.

 

როგორ იმოქმედებს მსგავსი შემთხვევა თითოეულ სქესზე? თუ ეს შემთხვევა ქალბატონს ეხება, ანუ სექსის ინიციატორი ისაა და უარს იღებს, ის საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს, რადგან ქალისთვის სექსი არ არის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ ემოციური კონტაქტი პარტნიორთან.

 

რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი სექსზე უარს ასე მტკივნეულად არ აღიქვამენ, რადგან ისინი ძირითადად ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ (თუ საქმე სასურველ ქალს არ ეხება) და ისინი ელიან, რომ შესაძლოა უარი უთხრან. თუმცა არის ერთი დეტალი, როდესაც მამაკაცი სექსზე გამუდმებით უარს იღებს მისი თვითშეფასება იკლებს და დროთა განმავლობაში შესაძლოა მოთხოვნილებაც აღარ გაუჩნდეს.

 

რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს პარტნიორმა? თუ მეორე მხარეს სექსი არ უნდა რაღაც მიზეზის გამო მან პარტნიორს უნდა შესთავაზოს მოფერება, ჩახუტება ან ბოლოს და ბოლოს პირობა მისცეს, რომ ხვალ ექნება მასთან სექსი. ასე მამაკაცი თავს უარყოფილად არ იგრძნობს.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment