ყველასთვის საყვარელი ფილმის „სათამაშოს“ გმირები, ერთმანეთს 40 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ხვდებიან და ამ შეხვედრის სამახსოვროდ ფოტოსაც იღებენ. ფოტო, რომელსაც უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.
„დრო რა ვერაგია, რა ცუდია სიბერე“ – ვკითხულობთ კომენტარებში. „აშკარად პიერ რიშარი უკეთესად გამოიყურება ვიდრე ეს ჩვენი საყვარელი პატარა ბიჭი“, – სწუხან სოციალურ ქსელში.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს ამ პატარა ბიჭის ერთადერთი როლია. ფაბრის გრეკოს არც მანამდე და არც შემდეგ ფილმთან არაფერი აკავშირებდა. 10 წლის ბიჭუნა გადასაღებ მოედანზე შემთხვევით აღმოჩნდა.
დღეს ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახლავთ და ერთ-ერთ კომპანიაში ვებ დიზაინერად მუშაობს. ცხოვრობს პარიზში, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მას არც პრესასთან ურთიერთობა უყვარს, თუმცა, ამ ცნობილი ფილმით, მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.