fbpx

სულა სულაშვილი: „ბოზი არ ვარ, მკვლელი ვარ“

ავტორი ჟოლო
347 ნახვა

„ ეს ის არის – ჩავილაპარაკე ჩუმად და ვიგრძენი, როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი“ – ჰყვება სულა სულაშვილი და თავისი ცხოვრებიდან ერთ ჭკუსის სასწავლებელ ისტორიას იხსენებს.ნიუ-იორკიდან ნიუჯერის მიმართულებით მივემგზავრებოდით მე და ქართველი პროფესორი, ბატონი შოთა ვაშაკიძე, რომელიც ამერიკის ერთ ერთ უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრაზე მუშაობდა…
სწაფად მიმავალმა ფორდის მარკის ავტომობილმა გადაგვასწრო…


ბატონმა შოთამ მთხოვა საგზაო საპატრულო პოლიციაში გადამერეკა.


– რატომ? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– ჩემი მობილური დამჯდარია, თან საჭესთან ვზივარ. მანქანის სანომრე ნიშანს გიკარნახებ. გადეცი რომ სასწრაფოდ შეაჩერონ.
– რას მთავაზობ, პოლიციაში ჩავუშვა ახალგაზრდა, რომელსაც შეიძლება აუცილებელ საქმეზე აგვიანდება? იქნებ წამალი მიაქვს ავადმყოფ დედასთან, ან შეყვარებულთან პაემანზე მიეჩქარება?
– მომეცი ტელეფონი, მე დავრეკავ.
– ჩემიც დამჯდარია.
ვიცრუე და გამიხარდა, რომ ვიღაც გადვარჩინე… 
ფუუ ამის… 10 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს და საერთოდ დაკარგა კაცობა. საქართველოში ხომ ვერ გაბედავდა ამდენს? აი ეს არის ამათი შეგნება და დემოკრატია… ერთმანეთის ჩაშვება სულში აქვთ გამჯდარი… არა, რა გინდა და ვინ გეკითხება? რატომ გინდა ვიღაცა დაისაჯოს? იცნობ? გიცნობს? დაგიშავა რამე? ვფიქრობდი გულში და მასპინძლის ნერვიულ სახეს ჩუმად ვაპარებდი მზერას… გიჟი არ არის? რაზე აიშალა ნერვები ახლა? რა დაუშავა იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა? ალბათ შეშურდა, რომ მის დონის ექსტრემი წლებმა უკან დაატოვებინა…
მის განსჯაში გართულმა რამდენიმე კილომეტრი ისე გავიარეთ ხმა აღარ ამომიღია… 
მანქანამ სვლას უკლო და საცობი ნელ- ნელა შევიწროვდა… ხმის გამაძლიერებლებით სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების პერსონალი გზის დათმობას გვთხოვდნენ… 
– ალბათ ავტოსაგზაო შემთხვევაა – თქვა ბატონმა შოთამ და მე გადმომხედა…ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა…
– გისმეთ მამაო. დამლოცეთ – ვუპასუხე მამა აკაკის და ერთმანეთი მოვიკითხეთ. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და როცა ტელეფონი გავთიშე შოთამ ირონია ნარევი ხმით მკითხა
– შენს ტელეფონს მამაომ გამოუგძავნა ღვთიური ენერგიის წყარო?გამახსენდა რომ სულ ცოტახნის წინ ვიცრუე და მის კითხვას დუმილით ვუპასუხე…
ნელა ჩავუარეთ ბოძზე შემოხვეულ თეთრ მუსტანგს, რომელსაც ჯერ კიდევ შეუშრობელი სისხლის კვალი აჩნდა…
– ეს ის არის – ჩავილაპარაკე ჩუმად და ვიგრძენი, როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი… 
– ჰოო, ის არის – ნაღვლიანად გაიმეორა შოთამ… 
– მკვლელი ვარ… 
– ვილოცოთ, იქნებ ცოცხალია და გადარჩეს?


მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ისევ ვლოცულობ… ვინ იცის იქნებ ცოცხალი გადარჩა ის ყმაწვილი, მაგრამ მე ისევ თავსა ვგრძნობ მკვლელად და ვიცი, რომ ამ საშინელებად ჩემმა მახინჯმა მენტალიტემა მაქცია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment