წარმატების ტრენერი გიორგი თვალაძე გაგაცნობთ იმ 29 ფინანსურ ვირუსს, რომელიც ადამიანს წარმატებისა და თავისუფალი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს
“ადამიანებს არ გააჩნიათ იმის მოთმინება, რომ 1 წელი დაუთმონ საკუთარი ბიზნესის შექმნას… მაგრამ აქვთ იმის მოთმინება, რომ 40 წელი დაუთმონ სამსახურში სიარულს!”
ყველაზე გავრცელებული ფინანსური ვირუსი აცხადებს: “იმისათვის, რომ გამოიმუშაო ბევრი ფული, ბევრი და მძიმედ უნდა იმუშაო. თუ გინდა, გქონდეს ბევრი – იმუშავე ბევრი”.
ეს სასტიკად საშიში რწმუნებულებაა. ამ რწმუნებულების მსხვერპლები გაუცნობიერებლად იტვირთავენ თავს საქმით. თუ მათ მეტის გამომუშავება მოუნდებათ, ისინი მეტ საკეთებელსა და ვალდებულებებს იღებენ საკუთარ თავზე. ისინი იქამდე იტვირთავენ თავს, სანამ მათი სხეული და ნერვული სისტემა მწყობრიდან არ გამოვა.
ყველაზე საინტერესო დრამა კი მოგვიანებით იწყება, როცა შემოსავლების გაზრდის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ექნებათ… ამ შემთხვევაში, რწმენა ქრება და მოდის სიზარმაცე, აპათია და ავადმყოფობა, რომელთა მკურნალობაც შთანთქავს მათ მიერ გამომუშავებულ ფულს და ეს ადამიანები კვლავ იძულებულნი არიან, იმუშაონ…
“იმისათვის, რომ გამოიმუშაო ფული, ბევრი და მძიმედ უნდა იშრომო” – ეს ფინანსური ბლოკი გამომფიტავი შრომისა და სიღარიბისკენ მიაქანებს ადამიანს. ის, როგორც ვირუსი, შედის უჯრედებში და სიღარიბის ინფექციით სპობს ადამიანის ცხოვრებას.
სამწუხაროდ, ამ ვირუსით ადამიანების დაახლოებით 80%-ია დაავადებული. მიმოიხედე გარშემო, დააკვირდი შენს ნაცნობებს და დაინახავ, თუ რაოდენ ღრმად არის ეს რწმუნებულება ადამიანების ქვეცნობიერში გამჯდარი. ვფიქრობ, თუ შეიტან ცნობიერებას შენს ცხოვრებაში და კარგად დააკვირდები, შენც აღმოაჩენ საკუთარ თავში ამ ვირუსს.
“იმას, ვინც მთელი დღე მუშაობს, ფულის გამოსამუშავებლად არ სცალია!” © ჯონ როკფელერი
ახლა მინდა, გაგაცნო 29 ფინანსური ვირუსი, რომელიც ცხოვრებას უწამლავს ადამიანს და არ აძლევს წარმატებისა და თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინის შექმნის საშუალებას. კარგად დააკვირდი ამ ვირუსულ რწმუნებულებებს და აღმოაჩინე ისინი საკუთარ თავში:
1. რა საჭიროა ძვირის გადახდა? [აჯობებს იაფად და იორღად];
2. ფული არასოდესაა საკმარისი;
3. მე ვერასოდეს გავმდიდრდები;
4. ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი;
5. ფული მხოლოდ მძიმე შრომის შედეგად მოდის;
6. ითვლი, თუ არ ითვლი – ფული მაინც არ მოდის;
7. მოკრძალებულად უნდა იცხოვრო;
8. ფულზე ფიქრი სირცხვილია;
9. ფული აფუჭებს ადამიანს;
10. პატიოსანი შრომით ფულს ვერ იშოვი;
11. ფულის კეთებით სულიერებას შორდები;
12. როცა გარშემო ამდენი გაჭირვებულია, დიდი ფულის კეტება სირცხვილია;
13. ყველას უნდა დაეხმარო;
14. მე ღარიბი ვარ, მაგრამ პატიოსანი;
15. აჯობებს, ფული შავი დღისთვის შეინახო;
16. სირცხვილია ადამიანებისგან ბევრი ფულის აღება;
17. ფულის საბეჭდი მანქანა კი არ ვარ;
18. ფული ხელის ჭუჭყია;
19. ფული საშიშია;
20. ბევრ ფულს ბევრი პრობლემა მოყვება;
21. აზრი არ აქვს ცხვირის გამოყოფას, ყველაფერი უკვე გადანაწილებულია;
22. ბიზნესის დასაწყებად ბევრი ფულია საჭირო;
23. საქართველოში დიდი ფულის კეთება შეუძლებელია;
24. განათლება – ფინანსური წარმატების გარანტიაა;
25.ფული ხეს კი არ ასხია;
26. ვალის აღება სირცხვილია;
27. არავინ არაფერს მოგცემს ისე;
28. ფული ყოველთვის ჩემი გვერდის ავლით მიდის;
29. მთავრობაში თუ არ გყავს ვინმე, არ გაგახარებენ.
აღმოაჩინე ამ მტკიცებულებებში რომელიმე ან რამდენიმე ისეთი, რომლისაც გჯერა?
თუ ამ ჩამონათვალიდან ერთს მაინც ეთანხმები, ესეიგი შენი შემოსავლები სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას!
არსებობს ფინანსურ ვირუსებთან მუშაობის ორნაბიჯიანი ალგორითმი.
ეს ორი ნაბიჯი დაგეხმარება, გათავისუფლდე ნეგატიური ბლოკებისგან.
ნაბიჯი #1. ვირუსული პროგრამებისა და ბლოკების გამოვლენა.
ფინანსური ბლოკების გამოვლენა შესაძლებელია ორი გზით:
1. საკუთარი ცნობიერი რწმუნებულებების ანალიზი. შენ ამის კეთება უკვე დაიწყე, როცა კითხულობდი ზემოთ ჩამოთვლილ რწმუნებულებებს და ახდენდი მათ ჩანიშვნას. ყველა რწმუნებულება, რომლებსაც დაეთანხმე, მოითხოვს ინდივიდუალურ დამუშავებას და განეიტრალებას.
2. საკუთარი ქვეცნობიერი რწმუნებულებების იდენტიფიცირება. თუ შენს ცხოვრებაში ხშირად მეორდება [2 გამეორებაც საკმარისია] ნეგატიური ფინანსური მოვლენები – ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ქვეცნობიერში არის ვირუსული პროგრამა-რწმუნებულებები, რომლებიც იწვევენ ამ მოვლენებს.
ნეგატიური მოვლენების მაგალითები:
— კარგავ ან გპარავენ ფულს [ძვირფას ნივთებს];
— იძულებული ხარ აიღო ვალები და კრედიტები;
— არ გამოგდის ბიზნესის დაწყება;
— წარუმატებელი ინვესტიციები;
— აძლევ სესხად და არ გიბრუნებენ;
— ეხმარები და მაინც უკმაყოფილოები არიან;
— არ გემატება ხელფასი;
— წლების მანძილზე, ვერ მიიწევ წინ კარიერულ კიბეზე;
— ბიზნესში არ გაქვს ყოველთვიური ზრდა;
— და ა.შ.
ეს მოვლენები მიგითითებენ იმაზე, რომ შენი ქვეცნობიერის ფინანსურ პროგრამაში ვირუსია და ასე გაგრძელებით, შენ მუდმივ სიღარიბეში ცხოვრება გემუქრება.
არსებობს ძალიან მძლავრი მეთოდები ტოქსიკური პროგრამების გადასაპროგრამებლად. ამ მეთოდების გამოყენებით, შენ შეძლებ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდე შემზღუდველი რწმუნებულებებისგან და საკუთარი ცხოვრება აქციო ბევრად უფრო წარმატებულად და ბარაქიანად.
ნებისმიერ ადამიანს ძალუძს, მცირე დროში გათავისუფლდეს ისეთი პრობლემისგან, როგორიცაა: “სად ვიშოვო ფული?” შენც შეგიძლია ამის გაკეთება“.
წყარო: http://inteleqtika.com/