66
ყველაფერს ღვთის ნებას ნუ აბრალებთ, ადამიანის ნებაც გაითვალისწინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სად არის, ის თავისუფალი ბუ(ნება), რომელიც განგებამ მისი შემოქმედების გვირგვინს-ადამიანს მიანიჭა…
არც შეცდომის დაშვებაა ტრაგედია, როგორც ამას ზოგიერთი ფანატიკოსი მორწმუნე იჩემებს… რადგან შეცდომის გარეშე, არც სინანული მოდის და არც გონების გავარჯიშება…
ყველას არ სჭირდება სწორხაზოვანი, წინასწარ განსაზღვრული სვლა, პირდაპირი მიმართულებით…
ბევრისთვის გამრუდებული გზები მიდის ჭეშმარიტებამდე, შესაბამისი სინანულით და საკუთარი თავის შეცნობით…
ღმერთი შინაგანად თავისუფალი ადამიანების უკანასკნელი სადგურია… სასწაულებით დამონებულები კი საკუთარ უსუსურობას ეწირებიან…