fbpx

ყველაზე პატარა და ლამაზი ფრინველი კოლიბრი

ავტორი ჟოლო
134 ნახვა

ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2 გრამზე მეტს იწონის.

კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან – ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან – ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს.

ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაც მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია. კოლიბრი გავრცელებულია ამერიკაში, განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ ამერიკაში

მსგავსი სტატიები

Leave a Comment