106
ჰოლანდიაში არის პატარა სოფელ გიტჰორნი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა სოფლისგან იმით, რომ აქ არ გადაადგილდებიან არც მანქანით და არც ავტობუსით, მხოლოდ და მხოლოდ ნავებით.
სწორედ ამიტომაც მას ჰოლანდიის ვენეციას ეძახიან. სოფელი ნამდვილი სიმშვიდისა და სიმყუდროვის სავანეა.
სოფლის ისტორია იწყება 1230 წლიდან, როდესაც სამხრეთიდან გამოხიზნულმა ლტოლვილებმა იპოვეს ეს ადგილი. ერთადერთი, რაც მათ თვალში მოხვდათ იყო დიდი რაოდენობით თხის რქები, რომელიც წყალდიდობის შემდეგ ყველგან იყო მიმოფანტული.სწორედ აქედან მომდინარებოს სოფლის დასახელება “Goat horns”–ანუ თხის რქები.
სახლები ძირითადად პატარა კუნძულებზეა განლაგებული, რომლებიც პატარა ხიდებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული.