როდესაც დიდ მიზნებს ისახავთ, შესაბამისად სანამ შედეგი დადგება, მისი ხილვის გარეშე გიწევთ შრომა….
ეს ძალიან გავს დახუჭული თვალებით სიბნელეში სვლას, როცა სინათლისაკენ მიდიხარ, მაგრამ ვერ ხედავ წყვდიადი როდის შეიძლება დამთავრდეს….
ეს გამოცდაა…გამოცდა გამძლეობაზე –
თუ ნამდვილად გინდათ,
თუ ზუსტად იცით რა გინდათ,
თუ გზიდან არ გადაუხვევთ, წყვდიადი აუცილებლად განათდება 🙂
ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ….თუ ძალისხმევას არ იშურებთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, იამაყეთ საკუთარი არჩევანით -თქვენ დიდი მიზნისაკენ მიდიხართ.
ახლავე მოიფიქრეთ რას ჩაიცმევთ და რაში გამოეწყობით, როცა შედეგზე გახვალთ…
ცალკე საკიდარზე დაკიდეთ საპატიო ადგილას… რადგან ის ისე მოულოდნელად დაგატყდებათ თავს, შესაძლოა მერე ამაზე საფიქრალად აღარც გეცალოთ 🙂
ერთი მისხალი ეჭვიც კი არ შეიტანოთ საკუთარ თავში…
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი