ერთმანეთს ხვდება ორი მეგობარი. ერთი ბედნიერებისგან ანათებს. მეორე ეკითხება:
– რატომ ხარ ასეთი ბედნიერი?
– რატომ და სპილო ვიყიდე.
– მერე?
– რა მერე? ბავშვები გადარეულები არიან, სპილო სიხარულით. ჭურჭელს რეცხავს, სახლში იდეალური წესრიგია, ეზოშიც. ცოლიც ბედნიერია. სახლს იცავს. თავი აღარ მტკივა და საქმეებიც გაცილებით უკეთ წამივიდა.
– მოიცა. იქნებ მომყიდო შენი სპილო, ჰა?
– რას ქვია მოგყიდო, ეს სპილო ჩემთვის ყველაფერია. არ შემიძლია მისი გაყიდვა.
– მიდი რა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ. მომყიდე და იმაზე მეტს გადაგიხდი, ვიდრე შენ მიეცი. მიდი რა, მეგობრულად.
მოკლედ, ბევრი ხვეწნის შემდეგ გარიგება შედგა.
გადის თვე და მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. სპილოს მყიდველმა დაიკლო 10 კგ, უძილოა და თვალის უპეები ჩალურჯებული აქვს.
– რა გჭირს? – ეკითხება მეგობარი.
– რაღა რა მჭირს. ეს სპილო გიჟია, მთელი სახლი დაამტვრია, ბაღი გაანადგურა, ბავშვებს ეშინიათ, არ გვაძინებს, მეზობლები გვიჩივიან, სახლში სუნია, საქმის საკეთებლადაც ვეღარ ვიცლი, სულ რემონტში ვარ. სულ უფრო და უფრო მეტ ფულს ვკარგავ.
– მდაა… გასაგებია… მერე გაიღიმე ჩემო მეგობარო და გაიშალე მხრებში, თორემ ასეთი განწყობით შენ მაგ სპილოს ნამდვილად ვერ გაყიდი!
თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის!
წყარო: Business Inteleqtika