fbpx

როგორ შევინარჩუნოთ პარტნიორი?!

ავტორი ნინო გონგაძე
54 ნახვა

ნუ იქნებით განუწყვეტლივ პარტნიორის მოლოდინში. მთელი დღე ნუ დაელოდებით მის ზარს და ნუ შექმნით ისეთ სიტუაციას, რომ თითქოს მის გარდა თქვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება.

შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაურეკოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ. გარდა ამისა, ნუ ესაუბრებით ტელეფონზე ისე, თითქოს მის გარეშე თქვენთვის ცხოვრება მშვენიერია. ასეთი საუბრით შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა იფიქროს, ქარაფშუტა და არასერიოზული ქალიაო.

ენდეთ ერთმანეთს. ნუ დაადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენი არყოფნით სარგებლობს და სხვა ქალს ხვდება. თუ ზუსტად იცით, რომ გიღალატათ, მაშინ ორი არჩევანი გაქვთ: 1) მოგიწევთ მისი ღალატის გამართლება. 2) უნდა გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა, რაც თავისთავად ავტომატურად მოხსნის ყველა პრობლემას.

თუ გიყვართ, მაშინ უმისობა ნებისმიერ საქმიანობაში უნდა გეტყობოდეთ, აშკარა უნდა იყოს, რომ მის გარეშე თქვენთვის ცხოვრებას აზრი არ აქვს.

დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად, რომ მისი გულისთვის ასეთი მსხვერპლი გაიღოთ?!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment