საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარულის პოვნის ბევრ ადამიანს ეშინია. გადის წლები და მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არ შემოდის, რასაკვირველია ეს გაწუხებთ, თუმცა უფრო მეტად გიჭირთ სიახლის მიღება. რა გიშლით სინამდვილეში ხელს სიყვარულის პოვნაში?
ფოკუსირებული ხართ იმაზე, რაც მოხდა – თუ თქვენ ფოკუსირებას წარსულზე მოახდენთ, რეალურად იქ დარჩებით. რაც მოხდა, მოხდა. წარსულზე დარდს აზრი არ აქვს, არც წარსულის შეცდომაა იმის გარანტი, რომ ისევ იგივე შეგემთხვევათ.
ხართ საშინლად გაბრაზებული – ადამიანის შეგრძნებებზე, მისივე ფიქრები აგებენ პასუხს, შესაბამისად, არავინ გაიძულებთ იყოთ გაბრაზებული, ამას თავად აკეთებთ. რა აზრი აქვს იყოთ გაბრაზებული იმ ადამიანზე? ბოლოს და ბოლოს თქვენც ხომ ხართ რაღაცაში დამნაშავე?
თქვენი ყოფილი უფრო მნიშვნელოვან ადამიანად მიგაჩნიათ – ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ყოფილის ბედნიერება გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარი. თუ მას აღარ უყვარხართ და მისთვის სულ ერთი ხართ, რატომ უნდა გადარდებდეთ იქნება თუ არა ისე ბედნიერი?