1. სახის კუნთების მასაჟი: კოცნის დროს აქტიურდება სახის 34 კუნთი. ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის ტუჩებზე. 3 წუთიანი კოცნის დროს ორგანიზმი წვავს დაახლოებით 12 კალორიას.
2. დადგენილია, რომ კოცნის დროს მამაკაცებს უფრო უჩქარდებათ პულსი, ვიდრე ქალებს. ამ დროს წნევა მაღლა იწევს, ტვინი აძლიერებს ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც ხვდება სისხლში და ამაღლებს გუნება-განწყობილებას. გარდა ამისა, სისხლში გლუკოზის მომატების საპასუხოდ, კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას, აქტიურდება იმუნური სისტემა.
3. ვისაც კოცნა უყვარს დიდხანს ცოცხლობს. ცნობილია, რომ ვინც კოცნის შემდეგ მიუჯდება საჭეს, ნაკლებად აგრესიულია და მშვიდად მართავს ავტომობილს. მაშასადამე, ნაკლებია ავარიის საშიშროება.
4. ხანგრძლივი მგრძნობიარე კოცნა ამცირებს სისხლში სტრესული ჰორმონის, კორტიზონის გამოყოფას, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორების ნაზი ურთიერთდამოკიდებულება ბევრი დაავადების ბრწყინვალე პროფილაქტიკური საშუალებაა-ამცირებს მიოკარდის ინფარქტის განვითარების რისკს.
5. კოცნა გვანიჭებს სიამოვნებას და გვიმაღლებს გუნება-განწყობილებას, კოცნა ადამიანს უფრო აწონასწორებს და დიდხანს უნარჩუნებს ჯანმრთელობას.