fbpx

7 წლის ბავშვმა მეგობრის დასახმარებლად 50 ათასი დოლარი შეაგროვა

ავტორი ჟოლო
27 ნახვა

ყველაფერი ერთადერთი მიზნით დაიწყო – დახმარებოდა მეგობარს, რომელსაც ცერებრალური დამბლა ჰქონდა. კანადაში მცხოვრები შვიდი წლის ბიჭუნა რამდენიმე დღეში გმირად იქცა.

კუინის მეგობარ ბრეიდენის, ექიმების განცხადებით, შეიძლება დაეხმაროს ოპერაცია, რომელსაც აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში აკეთებენ, კანადაში კი ვეღარ შველიან. ოპერაციის ფასი 15 ათასი დოლარია, თუ არ ჩავთვლით სატრანსპორტო ხარჯებს და ფიზიოთერაპიული პროცედურის ფასს.

ოჯახს, რომელსაც აღარაფრის იმედი არ ჰქონდა, შვიდი წლის ბიჭუნა გამოუჩნდა მხსნელად. “როცა დავინახე ბრეიდენის ერთ-ერთი ფიზოთერაპიული პროცედურა, მივხვდი, ეს მისთვის როგორი მტკივნეული იქნებოდა. ვთხოვე დედას და მამას, შემეძლო თუ არა სტენდის გაკეთება ლიმონათის გასაყიდად და ფულის შესაგროვებლად”, – ჰყვება ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთ ადგილობრივ სავაჭრო ცენტრთან დაგდა სტენდი და 20 დოლარად ყიდდა თითო ლიმონათს, მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით.

აქციამ ადგილობრივი მცხოვრებლები ისე მიიზიდა და აღაფრთოვანა, არავინ იშურებდა ფულს, მერე კი ინტერნეტითაც გაავრცელეს მისი ამბავი და სერიოზული ფულიც შეაგროვეს.
25 დღეში კუინის მეგობრის ანგარიშზე 53 ათასი დოლარი გადაირიცხა – ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე საჭირო იყო. სულ მალე ბრეიდენს საჭირო ოპერაციას გაუკეთებენ.


წყარო: http://mshoblebi.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment