„ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, რომელიც შეიძლება შენს ცხოვრებაში დადგეს, შეგიძლია იპოვო ის, რისი მადლიერიც იქნები“ – ამბობს ბრაიან ტრეისი.
რა გავლენას ახდენს მადლიერება ჩვენს ცხოვრებასა და ბედნიერებაზე?
ბრაიან ტრეისი: თანამედროვე სამყაროში საზოგადოება დაავადებულია უარყოფითი ემოციებით, თითქოს ეს ბუნებრივიც არის. მითუმეტეს თუ ადამიანი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ყველაფერს „საშინელებად“ აფასებენ.
მაგალითად, ხშირად მოისმენთ: „საცობში გავიჭედე – საშინელებაა! ‘’ „ რა საშინელებაა რომ ჩემმა შვილმა ვერ მიიღო ნორმალური ქულა! ‘’ „ რა საშინელი ამინდია”, “აქ ცხოვრება საშინელებაა” …
რა მოხდება უარყოფითის ნაცვლად ისეთი რამ რომ გავიხსენოთ, რისი მადლიერებიც ვართ? თუნდაც ის მცირედი, რაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში და რითიც წესით ბედნიერები უნდ ვიყოთ?
დაფიქრდით, რომ დღეს დილით გაიღვიძეთ! ეს უკვე არც ისე ცუდია 🙂 რადგან ბევრს არ გაღვიძებია! რომ თავზე ჭერი გაქვთ, რაც მილიონობით ადამიანს არა აქვს. დაფიქრდით იმ ფაქტზე, რომ თქვენს წინაშე გაშლილია მთელი მომავალი. დაფიქრდით ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მისაწვდომია თქვენთვის და პრაქტიკულად უსაზღვროა.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხართ ახლა, თუ თქვენ პოზიტიურად იფიქრებთ, ყველაფერი დალაგდება… თუ დააკვირდებით ყოველთვის შეიძლება დაინახო ან აღმოაჩინო კარგი მომენტები. თუნდაც ისეთი წვრილმანები, როგორიცაა
საუზმე, რომელიც გქონდათ დილით.
მეგობარი, რომელთანაც მოგიწევთ შეხვედრა…
დაფიქრდით და იყავით უბრალოდ მადლიერები და დღითიდღე ეს მადლიერების განცდა დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ყოველდღიურობასა და ცხოვრებაზე.
თუ გინდათ შეცვალოთ მომავალი უნდა იმოქმედოთ ახლავე!
ამიტომ ახლავე აიღეთ მადლიერების დღიური ან ფურცელი და ჩამოწერეთ ყოველივე, რისი მადლიერებიც ხართ…
გააკეთეთ ეს ყოველ დილით და თქვენ გაოცდებით, თუ როგორ დადებით გავლენას მოახდენს თქვენზე.
ყოველი დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ მადლიერები იყოთ იმ თითოეული ადამიანის, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, სახლში თუ სამსახურში.
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის განსამტკიცებლად უბრალოდ მადლობის თქმაა. ამ დროს საოცარი რამ ხდება: პირველ რიგში უმაღლდებათ თვითშეფასება, ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს, უფრო მეტად მოტივირებულები ხდებიან და უკეთ აკეთებენ თავიანთ საქმეს. მადლიერების გამოხატვა ადამიანებს შორის განსაკუთრებულ ემოციურ ველს ქმნის.
თუ ხშირად გამოხატავთ მადლიერებას, თქვენ ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ.
დაიმახსოვრეთ, თქვენ ხდებით ის რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობთ. მადლიერების გრძნობა პრიორიტეტულია ფიქრისთვის, რადგან რაც უფრო ხშირად განიცდით მადლიერებას და რაც უფრო ხშირად გამოხატავთ მას, დადებითი ემოციების მატარებელი ხდებით.
თარგმანი ნინი პატარაია