fbpx

“გილოცავთ ადამიანებო ცას რომ ხედავთ… ცის დანახვა ყველაზე დიდი რამ არის რაც შეიძლება მოსალოცი გქონდეთ” 

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

აპატიეთ ერთმანეთს წარმატება და ნუ აითვალისწუნებთ სამყაროს და მათ…
გილოცავთ ყველაფერს რაც გაწუხებთ…

ვალებს გილოცავთ და იცით რატომ?! თქვენ ცოცხალი ხართ და მოიხმართ…

გილოცავთ იმედგაცრუებებს, აქაც ცოცხალი ხართ

გილოცავთ ცრემლებს, ეს მხოლოდ ცოცხალ ადამიანს შეუძლია…

გილოცავთ რომ მოსაპოვებელი გაქვთ რაღაც ან ვიღაც, თქვენ ძალიან ცოცხალი ხართ…

გილოცავთ საშინელ განწყობას, შეიძლებოდა ის საერთოდ არ გქონოდათ, რადგან მხოლოდ ცოცხლებს გვეუფლება ეს განცდა!

გილოცავთ თუ არაფერი გაგაჩნიათ სიცოცხლის გარდა… რადგან თქვენ ყველაფერი აი ამ წამიდან თქვენი სიცოცხლით შეგიძლიათ….

გილოცავთ ადამიანებო ცას რომ ხედავთ… რა ბანალურია?!
არა!!!

ცის დანახვა ყველაზე დიდი რამ არის რაც შეიძლება მოსალოცი გქონდეთ 

 

თამარ ბოკერია-მაღლაკელიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment