1.3K
ცხოვრება მეტად ხანმოკლეა, რომ შიშში არ იცხოვროთ.
იყავით წინდახედული, მაგრამ არა შეშინებული.
იცხოვრეთ სიყვარულში და არა შიშში.
შიში ვირუსია, ავადმყოფობაა და თუ თქვენ გეშინიათ, დღეს თუ ხვალ შეეშინდება ყველას, ვინც თქვენს გარშემოა – შიშს უბრალოდ გადასდებთ მათ.
მოიშორეთ შიში და განიკურნეთ მისგან.
* ნუ გეშინიათ ხვალინდელი დღის;
* ნუ გეშინიათ სიღარიბის;
* ნუ გეშინიათ მარტო დარჩენის;
* ნუ გეშინიათ თუ რას იტყვის ხალხი;
* ნუ გეშინიათ სიკვდილის;
* ნუ გეშინიათ ღმერთის.
და საერთოდ, ნუ იტანჯებით, უბრალოდ:
* დატკბით იმ ადამიანებით, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ;
* დატკბით იმ ნივთებით, რომლებიც ახლა გაქვთ;
* იცხოვრეთ ღიმილში;
* იცხოვრეთ მადლიერებაში;
* იცხოვრეთ სიყვარულში.
სიყვარულით რამაზ გიგაური