მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად
მედიტაციის რამდენიმე წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ აღიდგინოთ შინაგანი სიმშვიდე და გათავისუფლდეთ მთელი დღის სტრესისგან.
მედიტაციის პრაქტიკა არსებობს ათასწლეულების მანძილზე. ადრე მედიტაციას მიმართავდნენ ცხოვრების სულიერი და მისტიური ასპექტების გააზრებისა თუ ამოხსნის მიზნით. დღეს მედიტაცია განიხილება, როგორც ერთგვარი თერაპია გონებისა და სხეულის გასაჯანსაღებლად.
მედიტაციას შეუძლია წარმოქმნას ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა და უზრუნველყოს გონების სიმშვიდე და წონასწორობა. მედიტაცია გამოიყენება განტვირთვისა და სტრესის შესამცირებლად.
მედიტაციის დროს ხდება ყურადღების ფოკუსირება და გონება იწმინდება შერეული ფიქრების ნაკადისაგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია სტრესულ შეგრძნებებთან.
აღნიშნული პროცესი იწვევს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.
მედიტაციის დადებითი მხარეები
მედიტაცია ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბალანსის მოპოვებას, რაც დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია რომ მედიტაციის ბენეფიტები არ სრულდება მედიტაციის სესიის დასრულებისას. მედიტაცია ეხმარება ადამიანს სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი დღის მანძილზე.
მედიტაცია და ემოციური კეთილდღეობა
მედიტაციის პროცესში, ადამაინის გონება იწმინდება ყოველდღიური გადატვირთული ინფორმაციისაგან, რომელიც ავითარებს დაძაბულობას.
მედიტაციის ემოციური ბენეფიტებია:
- ახალი ხედვის განვითარება სრესტულ სიტუაციაში
- დაძაბულობის მართვის შესაძლებლობა სხვადასხვა ხერხით
- თვითშეგნების ამაღლება
- აწმყოზე ფოკუსირება
- ნეგატიური ემოციების შემცირება
- კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარის ამაღლება
- მოთმინებისა და შემწყნარებლობის უნარის განვითარება
მედიტაცია და ავადმყოფობა
ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, რასაც მიზეზად უდევს ყოველდღიური სტრესი. მედიტაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვლევები აჩვენებს, რომ მედიტაციით შეიძლება იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც აწუხებთ:
- შფოთვა
- ასთმა
- სიმსივნე
- ქრონიკული ტკივილები
- დეპრესია
- გულის დაავადებები
- მაღალი არტერიული წნევა
- ძილის პრობლემები
- თავის ტკივილი
- კოლიტი
მედიტაცია არის სიმშვიდის მდგომარეობა. არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები, ყოველი ტექნიკის მთავარი მიზანი შინაგანი წონასწორობის მოპოვებაა.
https://vivomedical.ge/ge/
https://jolo.ge/mecnierebma-daamtkices-rom-locvas/