თანამედროვე მიწის არქიტექტურა საქართველოში
საქართველოში ამჟამად გავრცელებულ სამშენებლო ტექნოლოგიებთან შედარებით, მიწის არქიტექტურა გამოირჩევა ეკოლოგიური უპირატესობებითა და ენერგოეფექტურობით ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს.
სწორედ მიწის არქიტექტურასთან დაკავშირებით „ტერა კავკასია“ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში პრეზენტაციას მართავს.
მისამართი: კოსტავას ქ. 77ა, მე-5 სართული, აუდიტორია N 519,
რა არის მიწის არქიტექტურა?
მიწის არქიტექტურა – ნედლი მიწით მშენებლობა უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიაა, რომელიც დღეს თანამედროვე სამშენებლო მასალებს წარმატებით ანაცვლებს ხუთივე კონტინენტზე.
პრეისტორია და პერსპექტივა
მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ მიწის არქიტექტურის გამოყენებით აშენებული შენობები მდგრადია. მარტივი გაანგარიშებით კი, არსებული სამშენებლო პრაქტიკასთან შედარებით ნახევარი ფასი!
ტერა კავკასია მიწის არქიტექტურის განვითარებას საქართველოში აწარმოებს ქალაქ გრენობლის საერთაშორისო არქიტექტურულ უნივერსიტეტთან მჭირდრო თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს. ტერა კავკასია
თბილისი, ბახტრიონის ქ. 20, მობ. +995 599532717
ელფოსტა: terracaucasus1@gmail.com
პატივისცემით,
გივი ჯაყელი