fbpx

რამდენიმე საკვანძო ფაქტორი წარმატებული ცხოვრებისთვის

ავტორი ჟოლო
302 ნახვა

ერთი ბრძენი, რომელიც საკმარის უნარებსა და თვისებებს ფლობდა, უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდას ეძებდა, რათა მისთვის თავისი ცოდნა გადაეცა. მან თავისი მოწაფეები შეკრიბა და ასე მიმართა მათ:

„პრობლემა შემექმნა და მაინტერესებს, რომელი თქვენგანი შეძლებს მის გადაჭრას. ჩემ უკან კედელს ხედავთ, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი, მძიმე და მასიური კარი აქვს. რომელს შეგიძლიათ მისი გაღება სხვისი დახმარების გარეშე?”

ზოგმა მოსწავლემ უბრალოდ თავი ჩაღუნა – პრობლემა დაუძლეველი ჩანდა. სხვებმა კარის გულდასმით შესწავლა დაიწყეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრძენის თხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო.

მხოლოდ ერთი მოსწავლე მივიდა კართან და მისი დეტალური შესწავლა დაიწყო: გულდასმით შეამოწმა კარი, დააკაკუნა მის ზედაპირზე და ამით ეცადა გაეგო მისი სისქე და მასალის სიმკვრივე.

ყველა ვარაუდობდა, რომ კარი დაკეტილი ან გაჭედილი იყო. სინამდვილეში კი, ის მსუბუქად მიხურული აღმოჩნდა. მოსწავლემ ღრმად ამოისუნთქა, ძალები მოიკრიბა და მიაწვა კარს. კარი, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, ადვილად გაიღო.

ბრძენმა თავისი მოწაფე იპოვა. ის დანარჩენ მოწაფეებს მიურბუნდა და უთხრა:

წარმატებები ცხოვრებაში და ნებისმიერ საქმეში დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და დღეს თქვენ საშუალება გქონდათ, თვალყური გედევნებინათ მათთვის:

? ნება მიეცით თქვენს გრძნობებს, სრულად გამოიკვლიონ და გაისიგრძეგანონ ის რეალობა, რომელშიც იმყოფებით;
? არ მიიღოთ ნაჩქარევი და შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილებები;
? იყავით საკმარისად გაბედულნი, რათა მიიღოთ გადაწყვეტილება;
? როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებთ, იმოქმედეთ თავდაჯერებულად და ყოყმანის გარეშე;
? ძალა მოიკრიბეთ და თქვენს მოქმედებაში მთელი თქვენი ძალა და ენერგია ჩადეთ;
? არ შეგეშინდეთ შეცდომის დაშვების.

წყარო: Business Inteleqtika

მსგავსი სტატიები

Leave a Comment